რამაზ სვანაძე, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

გოლს ვერ ვიტანთ და ეს უბრალოდ წარმოუდგენელია | სვანაძე უნგრეთთან მარცხზე

ერთა ლიგის B ლიგის მეორე ჯგუფის მე-5 ტურში საქართველო მიხეილ მესხზე უნგრეთთან 0:2 დამარცხდა.

73-ე წუთზე როლანდ შალაიმ მეორე სართულზე ლაშა დვალს ორთაბრძოლა მოუგო, ბურთი დვალს მოხვდა და კარის ბადეში აღმოჩნდა. დვალის ავტოგოლი დაფიქსირდა. 85-ე წუთზე ბარნაბას ვარგამ ანგარიში ორამდე გაზარდა.

მატჩის შემდეგ რამაზ სვანაძემ მედიასთან ისაუბრა.

„მეორე ტაიმში უნგრეთის ნაკრებმა ტემპს მოუმატა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ჩვენს კართან ბევრი ხიფათი იქმნებოდა. რაც შეეხება სტანდარტულ მდგომარეობას, რამდენიმე ფეხბურთელი დღეს სასტარტოში იმიტომ ვერ მოხვდა, რომ სტანდარტული მდგომარეობისას კონკრეტული ფეხბურთელების კარგი თამაში გავითვალისწინეთ. რაც მე ვარ ნაკრების მთავარი მწვრთნელი, სტანდარტულიდან გოლი პირველად გავუშვით.

რაც შეეხება ტაქტიკური კუთხით ჩემს შეცდომას, პირველი ტაიმის შემდეგ შესაცვლელი არაფერი იყო. ძალიან სამწუხაროა, რომ გოლი ვერ გაგვაქვს, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. წინა თამაშებში მომენტების სიმწირე გვქონდა, თუმცა დღეს ვერ ვიტყვი, რომ მომენტები არ გვქონდა. მომენტები მინიმუმ კარში დარტყმით უნდა დაგვესრულებინა.

პრობლემები ჩვენშია და ვეცდებით ეს ყველაფერი გამოავასწოროთ.

გამოსავალი მოგებაა და რაც შეიძლება სწრაფად. თითქოს რწმენა დავკარგეთ. ფაქტია, ცუდ დროს გავდივართ. ხარისხობრივად რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლია. დღესაც გვყავდა ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც საშემსრულებლო შესრულება არ აკლიათ, ვარჯიშზე კარგად გამოიყურებიან. არ ვიცი, ეს ყველაფერი რას დავაბრალო. ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. მე ფსიქოლოგიურ მომენტს აღვნიშნავ, რადგან მაღალი ხარისხის ფეხბურთელები გვყავს.

უკრაინასთან ძალიან რთულ თამაშს ველოდებით. ვეცდებით, ეს პროცესი და ეს სიტუაცია შემოვატრიალეთ. უპირველესად, უნდა ვაღიაროთ რა ეტაპზე ვართ. ეს უნდა ვაღიაროთ.

როცა მოვედი, ვიცოდი კარგად სად მოვდიოდი. ვიცოდი ის წნეხი, რაც ჩემზე წამოვიდოდა.

მართლა ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ყველაფერი გამოსწორდეს. ეს ჩავარდნა ჩემი მოსვლის შემდეგ არ დაწყებულა, ეს ფაქტია.

ფეხბურთელებზე და ჩვენზე ყველაზე ძალიან დიდი წნეხია. დარწმუნებული ვარ, ამ წნეხს გავუმკლავდებით''.

ამავე ჯგუფის მეორე მატჩში ჩრდილოეთ ირლანდია უკრაინას დაუპირისპირდება.

ამ მომენტისთვის ერთა ლიგის B ლიგის მეორე ჯგუფში უნგრეთი 10 ქულით პირველზეა, ჩრდილოეთ ირლანდია 8 ქულით მეორე პოზიციაზეა, უკრაინა 4 ქულით მესამეა.  საქართველოს ნაკრებს არც გამარჯვება მოუპოვებია და არც გოლი გაუტანია, ხუთ მატჩში 2 ქულა დააგროვა და ბოლო პოზიციაზეა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2026/27 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში უკრაინას სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში დაუპირისპირდება (17 ნოემბერი, 23:45).

მიმდინარეობს განახლება

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები