ხვიჩა კვარაცხელია, ილია ბერიაშვილი
Aa
Aa

„კვარას შეცვლა ურთულესია, იმედი მაქვს, მოვიგებთ“ | ბერიაშვილი უნგრეთთან მატჩზე

„მტკ ბუდაპეშტის“ ქართველი ფეხბურთელი, ილია ბერიაშვილი M4Sport-ს ესაუბრა. ბერიაშვილმა უნგრეთთან გასამართ შეხვედრაზე გააკეთა აქცენტი და განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჩანაცვლება ურთულესია.

„იმედი მაქვს, საშინაო კედლებში გასამართ შეხვედრაში გავიმარჯვებთ, რადგან გულშემატკივრებსა და ქომაგებს ეს მოგება სჭირდებათ. ქართველ ხალხს სჭირდება გამარჯვება, რადგან ისინი ფეხბურთს მხოლოდ სიყვარულის გამო არ უყურებენ — ეს ჩვენი კულტურის ნაწილია.

იმედი მაქვს, უნგრეთს დავამარცხებთ. ვერ ვიტყვი, ხვიჩა კვარაცხელიას ვინ ჩაანაცვლებს, რადგან მის პოზიციაზე ორი-სამი კარგი ფეხბურთელი გვყავს. ერთ-ერთი მათგანი გიორგი კვერნაძეა, რომელიც სერია A-ში თამაშობს და 12 შეხვედრაში 11 საგოლე მოქმედება აქვს.

ის კარგი ფეხბურთელია, მაგრამ კვარაცხელიას ჩანაცვლება მარტივი არ არის. ხვიჩას ჯანმრთელობასა და სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, რადგან ყველამ იცის, რომ მძიმე ტრავმა მიიღო. მის გარეშე რთული იქნება. ხვიჩა ბევრ მომენტს ქმნის, გოლები გააქვს და მის გარეშე გაგვიჭირდება.

გამარჯვება მარტივი არ იქნება, მაგრამ ფეხბურთში ყველა გუნდს შეუძლია, ნებისმიერი მეტოქე დაამარცხოს. ახალი მწვრთნელი გვყავს, გუნდში ახალი სისხლია და მათ დიდი მოტივაცია ექნებათ“.

ერთა ლიგის B ლიგის მეორე ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდია 8 ქულით პირველზეა, უნგრეთის აქტივში 7 ქულაა, უკრაინა 4 ქულით მესამეა. საქართველოს ნაკრებს არც გოლი გაუტანია და არც გამარჯვება მოუპოვებია, ოთხ მატჩში 2 ქულა დააგროვა და ბოლო პოზიციაზეა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „პასუხი უნდა მომეთხოვა, მაგრამ ჩემმა ძმებმა დამასწრეს“ | გაჯიმაგომედოვი მერაბთან ინციდენტზე
    „პასუხი უნდა მომეთხოვა, მაგრამ ჩემმა ძმებმა დამასწრეს“ | გაჯიმაგომედოვი მერაბთან ინციდენტზე