„ქართველებთან ეს არასდროს გამოუვათ!“ - ხვიჩას მხარდაჭერა მერაბს და საბა ლაზიშვილს
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების კაპიტანმა და „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა.
რას წერს ხვიჩა:
„მერაბ, საბა! მადლობა და თქვენს გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს რას ნიშნავს იყო ქართველი, კაცი და ადამიანი. განსხვავებით იმათგან, ვინც ლაჩრულად, უკნიდან მოპარვით და უთანასწოროდ შეეცადენ თქვენს დაჩაგვრას, კაცები ასე არ იქცევიან და რა თქმა უნდა ეს არ გამოუვიდათ და ქართველებთან არც არასდროს გამოუვათ“.
შეგახსენებთ, რომ ხაბიბის ბიძაშვილი, უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად მერაბ დვალიშვილსა და 21 წლის საბა ლაზიშვილს აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში დაესხნენ თავს. ქართველი „მაქნანა“ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში RAF-ში გასამართი საჭიდაო შეხვედრისთვის ემზადებოდა, რომელიც მიმდინარე კვირის უქმეებზე უნდა ჩაეტარებინა. ჯერჯერობით უცნობია, შედგება თუ არა მარლონ მორაესისა და მერაბის საჭიდაო დაპირისპირება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს