გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

„მასთან ახალ კონტრაქტზე ვმუშაობთ“ - ფროზინონეს დირექტორმა კვერნაძის მომავალზე ისაუბრა

„ფროზინონეს“ სპორტულმა დირექტორმა, რენცო კასტანინიმ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კლუბი ლიდერების გაყიდვას არ აპირებს. Tuttomercatoweb-თან ინტერვიუში ერთ-ერთი მთავარი კითხვა გიორგი კვერნაძეს ეხებოდა.

რას ამბობს კასტანინი:

„ჩვენ არ გვაქვს ფეხბურთელების გაყიდვის აუცილებლობა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იანვარში შეუძლიათ გვთხოვონ ის, რაც სურთ, მაგრამ ყველაფერი ისე დარჩება, როგორც არის. მათ გარეშე ჩვენ ამას ვერ შევძლებდით. კვერნაძის მომავალი? მის საკითხზე ვმუშაობთ. ასე ხდება ხოლმე კონტრაქტის განახლებებისა და პუნქტების შემთხვევაში და მჯერა, რომ ყველაფერს მოვაგვარებთ. მას შეუძლია საკმაოდ მაღალი დონის მომავალი ჰქონდეს. ის კიდევ უნდა განვითარდეს, თუმცა ფიზიკურად ტოპ-დონეზეა“.

ბოლო პერიოდის განმავლობაში იტალიურ მედიაში იწერება, რომ რამდენიმე ევროპული კლუბი გიორგი კვერნაძის შეძენით ინტერესდება. მათ შორის არიან „რომა“, „კრისტალ პალასი“, „ჰალ სიტი“, „მონაკო“, „დორტმუნდი“ და „ნაპოლი“. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ფროზინონე“ კონტრაქტის გაუმჯობესებაზე მუშაობს და ქართველ შემტევს გახუთმაგებულ ხელფასს სთავაზობს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „კვარამ ყველას გზა გაგვიხსნა, ის ჩვენი კერპია“ - კვერნაძემ ხვიჩაზე ისაუბრა
    „კვარამ ყველას გზა გაგვიხსნა, ის ჩვენი კერპია“ - კვერნაძემ ხვიჩაზე ისაუბრა