ჯუდ ბელინგემი, გიორგი კვერნაძე, იან დიომანდე
Aa
Aa

დიომანდესა და ბელინგემის გვერდით | კვერნაძის გამორჩეული შედეგი

გიორგი კვერნაძე 2026/27 წლების სეზონს შესანიშნავად ატარებს. ქართველი ფეხბურთელი „ფროზინონეს“ ერთ-ერთი ლიდერია და 12 შეხვედრაში მის ანგარიშზე 5 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემაა, ერთხელ კი თერთმეტმეტრიანი მოიპოვა.

კვერნაძე სხვა კატეგორიაშიც გამოირჩევა. ცნობილი სტატისტიკური სააგენტოს, WhoScored-ის მიხედვით, გიორგი ევროპის ტოპ ხუთი ჩემპიონატის საუკეთესო დრიბლიორებს შორისაა. გიორგის წარმატებული დრიბლინგების პროცენტი 61.2-ია და ამ მხრივ საუკეთესო ხუთეულშია.

რეიტინგში მოსახვედრად მოთამაშეს დრიბლინგის მინიმუმ 35 მცდელობა უნდა ჰქონდეს. პირველ ადგილზე ბრაიან გრუდა იმყოფება — 70.6 პროცენტი, მეორე ადგილზე ჯუდ ბელინგემია — 69.8%, მესამე ადგილზე იან დიომანდეს ვხედავთ — 64.9 პროცენტი, ხოლო მატიას სოულე მეოთხეა — 63.6%.

შეგახსენებთ, რომ „ფროზინონეს“ 11 ტურის შემდეგ 20 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეექვსე პოზიციას იკავებს. „კანარინი“ მომდევნო შეხვედრას 22 ნოემბერს გამართავს და „მილანს“ დაუპირისპირდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ნაკლებად სავარაუდოა, ამას დათანხმდეს“ | The Athletic-ი მამარდაშვილსა და ალისონზე წერს
    „ნაკლებად სავარაუდოა, ამას დათანხმდეს“ | The Athletic-ი მამარდაშვილსა და ალისონზე წერს