ზურაბ ხიზანიშვილი, საქართველოს 19-წლამდე საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

U19 | მარცხი დანიასთან შესარჩევის პირველ მატჩში

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდის B ლიგის პირველი მატჩი გამართა და დანიასთან 2:5 დამარცხდა.

მატჩის სტარტზევე ზურაბ ხიზანიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ორი გოლი გაუშვა: მე-7 წუთზე ფრედერიკ ბუნტენმა, მე-9 წუთზე კი იაკობ ამბეკმა გაგვიტანა. უილიამ ფაბერმა 34-ე წუთზე დანიელების მესამე გოლი გაიტანა, შემდეგ კი სანდრო მიქაუტაძემ 11-მეტრიანი ნიშნულიდან ერთი ბურთი გაქვითა.

მეორე ტაიმში მეტოქემ უპირატესობა სამამდე ისევ გაზარდა (მათე შათირიშვილის ავტოგოლი). 56-ე წუთზე ნიკოლას გამელგაარდმა მეხუთე გოლი გაიტანა. 68-ე წუთზე შათირიშვილმა ადუაშვილის პასით ისარგებლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შემადგენლობა: საბა ასანიძე, ლუკა კუპრავა, მათე შათირიშვილი, გიორგი ლომიძე, ერეკლე ძერყორაშვილი, კობა კაკაშვილი (გიორგი კობახიძე, 61), ლუკა ციკოლია (საბა ავდოევი, 61), ნიკოლოზ ადუაშვილი, სანდრო მიქაუტაძე (დავით მელაშვილი, 69), ნიკოლოზ ბარიხაშვილი-შეყლაშვილი (შოთა დიაკონიძე, 69), თორნიკე კვარაცხელია (ლუკა გურჩიანი, 69).

სათადარიგო: მათე ჭელიძე, ლუკა ჩაბრაძე, საბა მარსაგიშვილი,ნიკოლოზ შალიკიანი.

14 ნოემბერს ზურაბ ხიზანიშვილის გუნდი ბოსნია-ჰერცეგოვინას, 17 ნოემბერს კი მასპინძელ სან-მარინოს დაუპირისპირდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „საქართველოსთვის დიდი დანაკლისია“ | უკრაინელმა ფეხბურთელმა კვარაზე ისაუბრა
    „საქართველოსთვის დიდი დანაკლისია“ | უკრაინელმა ფეხბურთელმა კვარაზე ისაუბრა