ლუკა დონჩიჩი, სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

რატომ ვერ გახდება ლეიკერსი ჩემპიონი | სტივენ ეი სმიტის აქცენტი კანის ფერზე

სანდრო მამუკელაშვილის „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ 10 მოგება და 2 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციის პირველ ადგილს იკავებს. ლოს ანჯელესელებმა რეგულარული სეზონი შესანიშნავად დაიწყეს, თუმცა ცნობილი ჟურნალისტი, სტივენ ეი სმიტი თვლის, რომ „ლეიკერსს“ ჩემპიონობის შანსი არ აქვს. სმიტის არგუმენტი ლოს ანჯელესელთა წამყვანი კალათბურთელების კანის ფერს უკავშირდება.

„სკანდალური განცხადებები მჩვევია და კიდევ ერთს ვიტყვი: არასდროს მინახავს, ჩემპიონობა მოეგოს NBA-ის გუნდს, რომლის ტოპ სამი კალათბურთელიც თეთრკანიანია. მსგავსი რამ არასდროს მომხდარა და ვამბობ, რომ ამ სეზონშიც არაფერი შეიცვლება.

„ლეიკერსს“ შანსი აქვს, თუმცა არ მგონია, მისი გამოყენება შეძლონ და ჩემპიონები გახდნენ. რასობრივი საკითხები საერთოდ არ მაინტერესებს, ფაქტებზე ვსაუბრობ. „ბოსტონ სელტიქსს“ ლარი ბერდი და კევინ მაკჰეილი ჰყავდა, მაგრამ მათ გვერდით დენის ჯონსონიც თამაშობდა. მანამდე, ბობ კუზისა და ჯონ ჰავლიჩეკის თანაგუნდელი ბილ რასელი იყო.

შეგვიძლია „ლეიკერსიც“ გავიხსენოთ, რომელსაც ელჯინ ბეილორი ჰყავდა. „ფილადელფიას“ რიგებში უილტ ჩემბერლენი და შემდეგ ჯულიუს ირვინგი თამაშობდნენ. „ჩიკაგო ბულსი“ გაიხსენეთ. „დეტროიტ პისტონსი“, რომლის რიგებშიც ბილ ლეიმბირი თამაშობდა, მაგრამ აიზეია ტომასის გუნდი იყო. „სან ანტონიო სპურსი“, რომელშიც ტიმ დანკანი და დევიდ რობინსონი იყვნენ.

შაკილ ონილისა და კობი ბრაიანტის „ლეიკერსი“, რეი ალენის, კევინ გარნეტისა და პოლ პირსის „ბოსტონი“, სტეფ კარისა და კლეი ტომპსონის „გოლდენ სტეიტი“, ლებრონ ჯეიმსის „კლივლენდი“... ვინც გინდათ გაიხსენეთ, ჩემს ცხოვრებაში არასდროს ყოფილა NBA-ის გუნდი, რომლის სამი ლიდერი თეთრკანიანი იყო და ჩემპიონი გამხდარა. ეს არასდროს მომხდარა და არც მოხდება“.

ცნობისთვის, „ლეიკერსის“ რიგებში რამდენიმე თეთრკანიანი კალათბურთელი თამაშობს: ლუკა დონჩიჩი, ოსტინ რივზი, უოკერ კესლერი, სანდრო მამუკელაშვილი, ჯეიკ ლარავია, კარსონ კუპერი.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ნაკლებად სავარაუდოა, ამას დათანხმდეს“ | The Athletic-ი მამარდაშვილსა და ალისონზე წერს
    „ნაკლებად სავარაუდოა, ამას დათანხმდეს“ | The Athletic-ი მამარდაშვილსა და ალისონზე წერს