„საჩემპიონო ამბიციები ისევ მაქვს“ - უმარ ნურმაგომედოვი
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, უმარ ნურმაგომედოვმა განაცხადა, რომ საჩემპიონო ამბიციები ისევ აქვს. ამის შესახებ მან Red Corner MMA-სთან ინტერვიუში განაცხადა.
გახდა თუ არა სონგ იადონგთან ნოკაუტით წაგებული ბრძოლა მოტივაციის წყარო შენთვის, რათა უფრო მეტი იშრომო საჩემპიონო ქამრის მოსაპოვებლად?
„ჩემი ამბიციები არ შემცირებულა მას შემდეგ, რაც პროფესიონალი სპორტსმენი გავხდი. UFC-ის ჩემპიონობა ახლაც მინდა და ყოველთვის ვცდილობდი, შერეული საბრძოლო ხელოვნებების ყველა ასპექტი გამეუჯმობესებინა.
მარცხის შემდეგ ხელი არ ჩამიქნევია. ვიმუშავე, ყველაფერი გავაკეთე მოსაგებად, მაგრამ ღმერთმა არ ინება. ახლა მოთმინება და მეტი მუშაობაა საჭირო“.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილთან სატიტულო ჩხუბში წაგების შემდეგ უმარ ნურმაგომედოვმა მარიო ბაუტისტასა და დეივისონ ფიგერედოს მოუგო, თუმცა მიმდინარე წლის აგვისტოში სონგ იადონგთან ნოკაუტით დამარცხდა და ამ დროისთვის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში მეხუთე პოზიციაზეა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს