„ერთად დავამარცხეთ“ | ჰოკიტი თოფურიას გეიჯისთან წაგებამ გაახარა
UFC-ის მძიმე წონითი დივიზიონის მებრძოლი, ჯოშ ჰოკიტი Double Coverage Podcast-ის სტუმარი იყო. ჰოკიტმა ილია თოფურიაზე ისაუბრა და არ დამალა, რომ „თეთრი სახლის“ ღონისძიებაზე „ელ მატადორის“ მარცხით კმაყოფილი დარჩა.
შეკითხვა: „გაგიხარდა თუ არა, როდესაც ჯასტინ გეიჯიმ ილია თოფურია დაამარცხა?“
„რა თქმა უნდა, ვფიქრობ, ილია ერთად დავამარცხეთ. თოფურია ისე ვარჯიშობდა, თითქოს ეს მისი შოუ უნდა ყოფილიყო, თუმცა მეც ვცდილობ, იმავე ოდენობის ფული მივიღო. თუ პლატფორმას მომცემთ და პირისპირ დამიდგებით, დაივიწყეთ, ყველაფერი დამთავრებულია.
თოფურია მსუბუქი წონითი დივიზიონის წარმომადგენელია, 70 კილოგრამს იწონის და მძიმეწონოსან მებრძოლს რატომ ელაპარაკება? წონითი დივიზიონები იმიტომაა შექმნილი, რომ ასეთი ბიჭები დაიცვან. ღია დივიზიონი რომ იყოს, ეს ტიპები ამდენს არ ილაპარაკებდნენ. თავიანთ წონით დივიზიონებში იმალებიან და ეს მაღიზიანებს, განსაკუთრებით, როდესაც ჩემზე ბინძურად საუბრობენ. იყო დრო, როდესაც ყველა ყველას წინააღმდეგ ჩხუბობდა“.
შეგახსენებთ, რომ „თეთრი სახლის“ ღონისძიების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჰოკიტი ალექს პერეირაზე ბინძურად საუბრობდა და „პოატანის“ დედა ახსენა. ბრაზილიელმა მებრძოლმა ინგლისური კარგად არ იცის და ის თოფურიამ დაიცვა, რასაც მცირე დაპირისპირება მოჰყვა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს