მანუელ ნოიერი, მიუნხენის ბაიერნი
Aa
Aa

ოფიციალურად - ნოიერისთვის 2026 წელი დასრულდა

მანუელ ნოიერისთვის 2026 წელი დასრულდა. ბუნდესლიგის გასულ ტურში, ლეგენდარულმა მეკარემ მაინცთან ტრავმა მიიღო.

პირველადი გამოკვლევებით ტრავმა სერიოზული არ ჩანდა, თუმცა ამის შემდეგ, მალევე გახდა ცნობილი მისი დაზიანების სიმძიმე.

ნოიერს მარჯვენა ფეხზე მყესის ნაწილობრივი გაწყვეტა (Partial tendon tear) დაუდგინდა, რის გამოც მინიმუმ 2 თვე არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ მაინცთან მატჩში მანუელმა რეკორდი დაამყარა. ის 40 წლისა და 225 დღის ასაკში ბაიერნის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა და ბერნდ დრეჰარის რეკორდი მოხსნა.

სამწუხაროდ, ეს ისტორიული მატჩი მისთვის ფატალურად დასრულდა. ნოიერი პირველი ტაიმის დასრულებამდე შეცვალეს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ლივერპული მამარდაშვილით ბედნიერია | რომანო ალისონის შესაძლო წასვლაზე
    ლივერპული მამარდაშვილით ბედნიერია | რომანო ალისონის შესაძლო წასვლაზე