“შეშფოთებული ვარ“ - მარესკა ნოტინგემთან მარცხზე
პრემიერ ლიგის მიმდინარე ტურში მანჩესტერ სიტი ნოტინგემს ესტუმრა და 1:3 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, ქალაქელების მთავარმა მწვრთნელმა ენცო მარესკამ კომენტარი გააკეთა.
მარესკა:
„მაშინაც კი, როცა მატჩებს ვიგებთ, ყოველთვის შეშფოთებული. ბალანსის შენარჩუნებაა საჭირო. ზედიზედ შვიდი მატჩი მოვიგეთ, ახლა კი ზედიზედ სამი წავაგეთ. ამ ყველაფერში ბალანსი უნდა ვიპოვოთ.
სანაკრებო პაუზის განმავლობაში უნდა გავაანალიზოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია უკეთესად და პაუზის შემდეგ თავიდან დავიწყოთ. ისევე, როგორც პირველი სანაკრებო შესვენების დროს მოვიქეცით, ახლაც ამ პერიოდს გამოვიყენებთ იმის გასარკვევად, რა შეგვიძლია გავაუმჯობესოთ.
ვიცით, რომ გარკვეულ ასპექტებში კარგად ვმოქმედებთ, თუმცა ისიც გვესმის, რომ ბევრი რამ გვაქვს გასაუმჯობესებელი. ამიტომ ამ პაუზას გამოვიყენებთ იმის გასაანალიზებლად, როგორ ავირიდოთ თავიდან მსგავსი მატჩები“.
შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ სიტიმ პრემიერ ლიგაში ზედიზედ 3 მატჩი წააგო და ლონდონის არსენალს 6 ქულით ჩამორჩა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს