ვალენსია, ჟოზე მოურინიო, მადრიდის რეალი
Aa
Aa

ჟოზე: “არ ვიცი რა გავაკეთე გუნდის გასაერთიანებლად“

ლა ლიგის მიმდინარე ტურში მადრიდის რეალმა ვალენსია სტუმრად 3:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, ბლანკოსის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კომენტარი გააკეთა.

მოურინიო:

„ეს გუნდი მომწონს. მასში კარგი განწყობა იგრძნობა. რეალის მიმართ დადებითი განცდა მაქვს. გამარჯვების შემდეგ ეიფორიაში არასდროს უნდა იყო. აქ მოგება ჩვეულებრივი ამბავია.

მთელი დამსახურება ფეხბურთელებს ეკუთვნით. მათ ერთიანობის შენარჩუნება შეძლეს. არ ვიცი, რა გავაკეთე მათ გასაერთიანებლად — უბრალოდ ჩემს საქმეს ვაკეთებ.

როდესაც რომელიმე მათგანი ძირითად შემადგენლობაში ხვდება, დანარჩენები მის გამო გულწრფელად ხარობენ. ყველამ იცის, რომ გუნდში საკუთარი როლი ექნება. კარგად ვიცავდით თავს, რადგან ბურთს ვფლობდით და შესაბამისად, დაცვაში თამაში თითქმის არ გვიწევდა.

დერბიში მარცხის შემდეგ არასდროს გვიფიქრია, რომ ყველაფერი ინგრეოდა. ზუსტად ვიცოდით, რატომ წავაგეთ და რა უნდა გამოგვესწორებინა. მომდევნო მატჩი უნდა მოვიგოთ. წარსულს მნიშვნელობა არ აქვს — ადამიანები მას ივიწყებენ. მთავარი აწმყოა.“

შეგახსენებთ, რომ ატლეტიკოსთან მარცხის შემდეგ, მოურინიოს გაწვრთნილმა რეალმა ყველა ტურნირზე ზედიზედ 8 მატჩი ჩაატარა და ყველა მოიგო. შემდეგ მატჩს სამეფო კლუბი 21 ნოემბერს, საკუთარ კედლებში სელტას წინააღმდეგ გამართავს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    სლოვანის ჰეგემონია დასრულდება? გაგუას გუნდმა ლიდერობა განიმტკიცა
    სლოვანის ჰეგემონია დასრულდება? გაგუას გუნდმა ლიდერობა განიმტკიცა