3-წლიანი პაუზის შემდეგ - დავიდ სილვამ კარიერა ჰონგ-კონგში განაახლა
1 თვის წინ, ცნობილი გახდა, რომ დავიდ სილვა კარიერას განაახლებდა. ესპანელმა ფეხბურთლემა ჩინურ კლუბ შა-ტინთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ჰონგ-კონგის ჩემპიონატში გამოდის.
დღეს კი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის დებიუტი შედგა. 3-წლიანი პაუზის შემდეგ, სილვამ ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
შეგახსენებთ, რომ სილვამ კარიერა 3 წლის წინ რეალ სოსიედადის რიგებში დაასრულა.
40 წლის ნახევარმცველს დღეს საკმაოდ ნაყოფიერი მატჩი ჰქონდა. მან გოლი გაიტანა და საკუთარ გუნდს 1 ქულა მოუტანა - შეხვედრა 1:1 დასრულდა.
თამაშის დასრულების შემდეგ, დავიდ სილვა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
After coming out of retirement, former Manchester City legend David Silva played his first game since 2023 with Supreme Sha Tin of Hong Kong. The Spaniard scored and was awarded player of the match in his first game back ???? https://t.co/1lDn3nDIEy
— Football on TNT Sports (@footballontnt) November 7, 2026
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს