ბარსელონა, ატლეტიკო, დიეგო სიმეონე
Aa
Aa

“ამის ახსნა არ შემიძლია“ - სიმეონე ბარსელონასთან მატჩის წინ

ლა ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. მადრიდის ატლეტიკო ბარსელონას უმასპინძლებს.

მატჩის წინ, როხიბლანკოს მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ბარსელონასთან“ პლეი-ოფის მატჩებში უკეთესი შედეგების შესახებ: „ამის ახსნა არ შემიძლია. ძალიან კარგ გუნდს ვეთამაშებოდით — საუკეთესოს, ამაში ეჭვი არ მეპარება. მათ ნახევარდაცვიდან შეტევამდე ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ“.

გუარდიოლას „ბარსელონა“ თუ ფლიკის „ბარსელონა“?: „შედარებების გასაკეთებლად აქ არ ვარ. ჩემი მიზანია, ხვალინდელი მატჩისთვის მოვემზადო და ჩვენი გულშემატკივრებისთვის მაქსიმუმი გავაკეთო“.

კარდოსოზე: „მან ძალიან კარგად ივარჯიშა. ხვალ გუნდთან ერთად ჩამოვა და შემდეგ გადავწყვეტთ, ვინ დაიწყებს მატჩს ძირითად შემადგენლობაში“.

ჯონათან დევიდი და კანგ-ინი: „რამდენი წუთი იქნებოდა მათთვის იდეალური? ვფიქრობ, ორივე იმდენ სათამაშო დროს იღებს, რამდენის გამოყენებაც შეუძლია“.

რაფინიაზე: „ჩემთვის ის გამორჩეული ფეხბურთელია. მისი შრომისმოყვარეობა, გოლები, საგოლე გადაცემები... ახალ პოზიციაზე სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო“.

რა შეიცვალა „ბარსელონაში“ ერთი სეზონიდან მეორემდე?: „მათ სათამაშო სტილი არ შეუცვლიათ. მწვრთნელის ხელწერა „ბარსელონაში“ მისვლის დღიდან მკაფიოდ იკვეთება. გუნდი მაღალ პრესინგს მიმართავს, ბურთს ხშირად იბრუნებს და ბევრი გოლი გააქვს.

ლევანდოვსკი უფრო პოზიციური თავდამსხმელი იყო, გასულ სეზონში კი ზოგჯერ ამ პოზიციაზე ოლმოც თამაშობდა. თუმცა ისინი რაფინიასგან ძალიან განსხვავდებიან. მარცხენა ფლანგზე გორდონი ჰყავთ. უფრო რთულია ისეთი ფეხბურთელის წინააღმდეგ დაცვა, როგორიც რაფინიაა, რადგან ის საჯარიმოში ერთ პოზიციაზე არ რჩება“.

„ბარსელონასთან“ დაპირისპირების შესახებ: „ძალიან კარგ გუნდს ვეთამაშებით. ვიცით, რომ მატჩის დიდი ნაწილის განმავლობაში რთული ბრძოლა მოგვიწევს“.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში სიტუაცია დაძაბულია. 30 ქულით ბარსელონა პირველ ადგილზეა. ბლაუგრანას 2 ქულით ატლეტიკო ჩამორჩება, ხოლო რეალი 27 ქულით მესამე პოზიციაზეა. ატლეტიკოს და ბარსელონას დაპირისპირება 8 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ვერსად ვერ დააფასეს“ - ხაბიბის პოსტი კრიშტიანუზე
    „ვერსად ვერ დააფასეს“ - ხაბიბის პოსტი კრიშტიანუზე