დინამო ბათუმი, ტორპედო, სამგურალი, სპაერი, უერდი მარა, რუსთავი, მეშახტე
Aa
Aa

დინამო ბათუმის სენსაციური მარცხი - კონკურენტებმა შანსი მიიღეს

Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის 32-ე ტურში გათამაშების ლიდერი „დინამო ბათუმი“ სტუმრად „სპაერთან“ სენსაციურად, 2:3 დამარცხდა და კონკურენტებს მიახლოების იდეალური შანსი მისცა. „რუსთავმა“ ზღვისპირელთა წაფორხილება დღეს იდეალურად გამოიყენა, „დინამო თბილისი“ და „იბერია 1999“ კი ამის გაკეთებას ხვალ და ზეგ შეეცდებიან.

პირველი ნახევარი ბათუმელებმა უერდი მარას გოლით მოიგეს, თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისი მათთვის შოკისმომგვრელი გამოდგა. ჯერ გიგა სამხარაძემ სტუმართა კარში დანიშნული პენალტი გოლად აქცია, ხოლო შემდეგ გოჩა ცირდავამ „სპაერი“ წინ გაიყვანა. 69-ე წუთზე თორნიკე ასკურავამ კარიდან წინ გამოსული მეკარე ნოდარ ყალიჩავა შენიშნა და ტექნიკური დარტყმით ბურთი თავზე გადაუგდო. არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში გიორგი ბუნტურის ავტოგოლმა სიტუაცია ცოტა დაძაბა, თუმცა გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა მეტის გაკეთება ვეღარ შეძლეს და 2:3 დამარცხდნენ.

ასევე ხუთი გოლი გავიდა „მეშახტე“ - „ტორპედოს“ შეხვედრაში. კახა ჩხეტიანმა სათამაშოდ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გაიყვანა შეგირდები და 51-ე წუთისთვის მათე კვირკვიას და გიორგი პაპუაშვილის გოლებით 2:0-საც იგებდნენ, თუმცა ქუთაისელებმა საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და დრამატულ შეხვედრაში გაიმარჯვეს. გამორჩეული იყო დავით ბუკია, რომელმაც ჯერ თავად გაიტანა, შემდეგ კი დინო სკორუპის საგოლე პასი მიაწოდა. გამარჯვების ბურთი კი არბიტრის მიერ დამატებულ დროში ბრაზილიელი ფელიპე პირესის ანგარიშზეა.

როგორც მოსალოდნელი იყო, „რუსთავმა“ „დინამო ბათუმის“ მარცხი სათანადოდ გამოიყენა, „სამგურალი“ 2:0 დაამარცხა და ზღვისპირელებთან ქულათა სხვაობა სამამდე შეამცირა. მასპინძლები ორივე გოლი შესვენების შემდეგ გაიტანეს და ქვემო ქართლელებს ლეგიონერებმა, განელმა სოლომონ კესიმ და არგენტინელმა კევინ სეიხასმა მოაგებინეს. გია ცეცაძის შეგირდებს ანგარიშის გახსნა პირველ ტაიმშიც შეეძლოთ, მაგრამ ბრაზილიელმა ჯექსონ კენიომ პენალტი ვერ გაიტანა.

Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის 32-ე ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა ხვალ და ზეგ გაიმართება. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ხვალ „დილა“ თბილისის „დინამოს“, ხოლო ორშაბათს, „იბერია 1999“ „გაგრას“ უმასპინძლებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა | ბართიშვილს დიდი დრო გაუცდება
    ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა | ბართიშვილს დიდი დრო გაუცდება