ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა | ბართიშვილს დიდი დრო გაუცდება
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებისა და „იბერია 1999-ის“ ფორვარდის, ანდრია ბართიშვილის ტრავმა სამწუხაროდ, მძიმე აღმოჩნდა, რის გამოც ფეხბურთელს 3-თვემდე პერიოდი გაუცდება. ამის შესახებ „იბერია 1999“-ის ოფიციალური Facebook-გვერდი იტყობინება.
„ანდრია ბართიშვილს მრტ კვლევით წინა წვივ-მცირეწვივის იოგის (ATFL), იგივე სინდესმოსური იოგის მაღალი ხარისხის დაზიანება დაუდასტურდა.
მკურნალობის რამდენიმე ეტაპისა და სრული რეაბილიტაციის გავლას სავარაუდოდ 8-12 კვირა დასჭირდება.
მალე გამოჯანმრთელდი, ბართი!“ - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ანდრია ბართიშვილმა ტრავმა Crystalbet ეროვნული ლიგის ბოლო ტურში, თბილისის „დინამოს“ წინააღმდეგ მიიღო.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს