„განზრახ ამას არასდროს გააკეთებდა | ანდორას ფეხბურთელი ტრაგედიაზე
Aa
Aa

„განზრახ ამას არასდროს გააკეთებდა | ანდორას ფეხბურთელი ტრაგედიაზე

„ანდორას“ მცველმა, ლაუტარო სპაცმა დუმილი დაარღვია და ხესუს დე მიგელის ტრაგიკულ გარდაცვალებას გამოეხმაურა. სპაცმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და თანაგუნდელ ჟეზუს ოვონოს თანადგომა გამოუცხადა.

„ჩვენ, ვინც ოვონოს ვიცნობთ და ვიცით, როგორი ადამიანია, ვხვდებით, როგორ იტანჯება ახლა და დარწმუნებული ვართ, რომ მსგავს რაღაცას განზრახ არასდროს გააკეთებდა. მთელი გუნდი შოკშია, განადგურებულია და მომხდარმა თითოეულ ჩვენგანზე დიდი გავლენა მოახდინა.

ეს არის ტრაგედია, რომელსაც ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ საფეხბურთო მოედანზე მოხდებოდა. დღეს ფეხბურთი უმნიშვნელოა. ერთადერთი, რაც მნიშვნელოვანია, სამძიმრის გამოცხადება, უდიდესი პატივისცემის გამოხატვა და გამძლეობის ისურვებაა მისი ოჯახისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებზეც მომხდარმა გავლენა იქონია“.

ცნობისთვის, ეკვატორული გვინეის წარმომადგენელმა მეკარემ სოციალური ქსელი გააუქმა და, როგორც AS-ი წერს, მომხდარს ძალიან განიცდის. მატჩის შემდეგ ის გასახდელში ლოცულობდა და ტიროდა, საჯარო გამოსვლა კი ჯერ არ გაუკეთებია.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მიქაუტაძე აქტიური იყო - პსჟ-მ ვილიარეალი გაანადგურა
    მიქაუტაძე აქტიური იყო - პსჟ-მ ვილიარეალი გაანადგურა