არსენალი, იბერია 1999, ანდრია ბართიშვილი
Aa
Aa

“მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“ - ლონდონური გამოცემა ბართიშვილზე

თბილისის „იბერიასა“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 17 წლის შემტევი ნახევარმცველი ანდრია ბართიშვილი კვლავ ტრავმირებულია. ქართველმა ფეხბურთელმა, რომელმაც აგვისტოში ლონდონის „არსენალთან“ წინასწარი კონტრაქტი გააფორმა, დაზიანება Crystalbet ეროვნული ლიგის ბოლო ტურში მიიღო.

ბართიშვილი ჯერ კიდევ აგვისტოში, „ლარნესთან“ შეხვედრისას დაშავდა. მოედანზე დაბრუნება მან 10 ოქტომბერს, კონფერენსლიგაზე „სენტ ტრუიდენთან“ მატჩში შეძლო, თუმცა „დინამო თბილისთან“ დაპირისპირებისას ტრავმა კვლავ მიიღო და მოედნის დატოვება სამედიცინო პერსონალის დახმარებით მოუწია.

ქართველი ფეხბურთელის მდგომარეობას ინგლისური გამოცემა Arsenal Touchline გამოეხმაურა, რომელიც ლონდონური კლუბის სიახლეებს აშუქებს.

„საქართველოს ჩემპიონატში „დინამო თბილისთან“ მატჩისას ბართიშვილმა მოედანი სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა. პირველადი ინფორმაციით, საუბარია კოჭის დაზიანებაზე, თუმცა დეტალური სამედიცინო შემოწმებისა და გამოჯანმრთელების ვადების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

ქართველი ტალანტი „არსენალში“ მოსალოდნელი გადასვლის ფონზე განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. მას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.“

- წერს გამოცემა

???? BREAKING???? Andria Bartishvili has suffered an injury setback while on loan at Iberia 1999. ????????❌ Bartishvili had to be helped off the pitch by medical staff during the match. Early reports indicate a serious ankle injury, though full medical assessments and recovery timelines are still pending. The Georgian wonderkid, tipped by many as the next Khvicha Kvaratskhelia, is attracting attention ahead of his anticipated Arsenal move. Wishing him a speedy recovery! ❤️

— Arsenal Touchline (@Afc_ArsenalX1) November 2, 2026

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები