მეკარე გასახდელში ტიროდა და ლოცულობდა | AS დე მიგელის ტრაგედიაზე წერს
Aa
Aa

მეკარე გასახდელში ტიროდა და ლოცულობდა | AS დე მიგელის ტრაგედიაზე წერს

ესპანეთის ლა ლიგის მე-12 ტურში „ტენერიფე“ „ანდორას“ დაუპირისპირდა. მატჩის ბოლოს, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე, „ანდორას“ მეკარე, ჟეზუს ოვონო „ტენერიფეს“ ფეხბურთელს, ხესუს დე მიგელს შეეჯახა. ამ უკანასკნელს გული გაუჩერდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი სიცოცხლე ვერ გადაარჩინეს.

AS-ის ინფორმაციით, მატჩის შემდეგ ოვონო მომხდარით განადგურებული იყო. ის გასახდელში ტიროდა და ლოცულობდა. მანამდე, როდესაც სტადიონი დატოვა, ტრიბუნებზე მყოფი გულშემატკივრები მისი მისამართით სკანდირებდნენ: „მკვლელი, მკვლელი“.

შეხვედრის შემდეგ ოვონომ სოციალური ქსელები გააუქმა. AS-ი მის გარემოცვას დაუკავშირდა, სადაც განუცხადეს, რომ მეკარის განზრახვა ფეხბურთელთან შეჯახება არ ყოფილა და ის მზრუნველი და ძალიან კეთილი ადამიანია.

ეკვატორული გვინეის წარმომადგენელი მეკარე აპირებდა, დე მიგელსა და მისი ოჯახის წევრებს დაკავშირებოდა და შეჯახების გამო ბოდიში მოეხადა. ის მზად იყო, მათთვის ყველაფერი გაეკეთებინა, მაგრამ ტრაგედიისა და ფატალური დასასრულის გამო ვითარება შეიცვალა.

„ანდორამ“ მომხდარზე ოფიციალური განცხადება გაავრცელეს და დე მიგელის ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადეს. AS-ის მიხედვით, უახლოეს საათებში „ანდორა“ კიდევ რამდენიმე განცხადებას გაავრცელებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მამუკელაშვილმა მაიამის 13 ქულა ჩაუგდო | ლუკა დონჩიჩს ვერ აჩერებენ
    მამუკელაშვილმა მაიამის 13 ქულა ჩაუგდო | ლუკა დონჩიჩს ვერ აჩერებენ