ლუის ენრიკე
Aa
Aa

„სხვა მწვრთნელი აქ, ალბათ, ცხვირსახოცებით იჯდებოდა, მაგრამ...“ - ენრიკე ვილიარეალთან მატჩის წინ

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მე-4 ტურში „პარი სენ-ჟერმენი“ სტუმრად გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე პარიზული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

რა თქვა ენრიკემ:

როცა ამარცხებ „სიტის“, „ბარსელონას“ და თანაც ასეთი შთამბეჭდავი სტილით, გრძნობთ თუ არა გუნდის გარშემო არსებული ეიფორიის ოდნავ ჩაცხრობის აუცილებლობას, შესაძლოა, ჩვეულებრივზე მეტადაც კი?

სეზონის დასაწყისში რაც მივიღეთ, არის ის, რომ თუ ვფიქრობთ, ამით ხვალინდელ მატჩებსაც მოვიგებთ, აშკარად ვცდებით. შეუძლებელია წარმატების მიღწევა, თუ ყველა თამაშში არ გექნება ამბიცია, ხარისხი და ბოლომდე დახარჯვის სურვილი. ხვალ კარგ „ვილიარეალს“ ვიხილავთ. მათ ცოტა რთული კალენდარი ჰქონდათ და რიგ შეხვედრებში სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს, მაგრამ ძალიან კარგი გუნდია და ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს. ხვალ პირველივე წუთებიდან უნდა ვაჩვენოთ, რომ მზად ვართ და გვაქვს ამბიცია, რომ მოსაგებად ვიბრძოლოთ. წარსულში დაფიქსირებული შედეგები ხვალინდელი მატჩისთვის არაფერს ნიშნავს.

მიუხედავად ყველაფრისა, ჩემპიონთა ლიგისა და ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში თქვენი პოზიციის და ოთხი მნიშვნელოვანი ტრავმირებული მოთამაშის ფონზე, ხომ არ გაიძულებთ ეს, რომ თუნდაც ასეთ მატჩში ცოტა უფრო ფრთხილი ტაქტიკა აირჩიოთ?

არა, ჩვენ ეს მატჩი რაღაც განსხვავებულად არ დაგვიგეგმავს. ეს მნიშვნელოვანი ქულებია. ჩვენთვის მთავარია, ყოველთვის კარგად ვითამაშოთ, მიუხედავად იმისა, თუ რა ტურნირია ან რომელი ფეხბურთელი თამაშობს, და მუდმივად ვეცადოთ ჩვენი თამაშის ხარისხის გაუმჯობესებას. ხვალ განსხვავებულ სტადიონზე მოგვიწევს თამაში - სტადიონზე, რომელსაც ფეხბურთის ნამდვილი სული აქვს. ვეთამაშებით კარგ გუნდს, რომლის პრესინგის დაძლევა და დაცვის გარღვევა რთული იქნება. ეს არის ტესტი და მიყვარს ასეთი ტიპის ტესტები. ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ ყველაფრის მიმართ, რაც ამ მატჩის გარშემო მოხდება.

მართალია, 127 გამარჯვება მხოლოდ ციფრია, მაგრამ ის, რა თქმა უნდა, ბევრს ნიშნავს. აცნობიერებთ თუ არა, რომ ამ კლუბის დნმ თითქმის მთლიანად შეცვალეთ? რომ ამ კლუბის ისტორიაზე ამხელა გავლენა იქონიეთ? თქვენ ყველაფერი შეცვალეთ.

ყოველთვის დადებითია ყველაფერი, რაც პრესაში ხდება. თავს ვიმეორებ, რადგან მიჩვეული ვარ როგორც ძალიან პოზიტიურ, ისე ძალიან ნეგატიურ გარემოში ყოფნას. ასეა, ჩვენსავით დიდ კლუბში საქმეები ასე მიდის. მთავარია იცოდე, რომ არც ცუდი ხარ, როცა ერთ მატჩს აგებ და არც გენიოსი, როცა ზედიზედ ათს იგებ. ეს ასე არ მუშაობს. ვცდილობთ მნიშვნელოვან რამეებზე ვკონცენტრირდეთ, მაგალითად, დღეს მოთამაშეებთან ერთად ძალიან კარგი სავარჯიშო სესია ჩავატაროთ. როცა მახსენებთ, რომ ასეთ პოზიტიურ სიტუაციაში ვართ ამ რეკორდით, ნათელია, რომ ეს სოლიდურია, რადგან ამის უკან დგას ძალიან კარგი კლუბი და უმაღლესი დონის მოთამაშეები, როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად. სწორედ ეს მანიჭებს ბედნიერებას.

როგორი ტიპის „ვილიარეალს“ ელით ხვალ? ამ სეზონის დასაწყისში ისინი საკმაოდ არასტაბილურები არიან. თუმცა მართალია, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩემპიონთა ლიგის დასაწყისში მათ ძალიან რთული კალენდარი ჰქონდათ.

დიახ, ძალიან რთული. ვფიქრობ, სხვა მწვრთნელები ბევრს იწუწუნებდნენ ასეთ კალენდარზე - „ლივერპული“, „ბორუსია“, „ნაპოლი“ და ახლა პსჟ... აქ სხვა მწვრთნელი ალბათ ცხვირსახოცებით იჯდებოდა. მაგრამ ინიგო პერესი ძალიან პოზიტიური და ოპტიმისტია. მართალია, მომწონს ახალგაზრდა მწვრთნელები, რომლებსაც უყვართ ფეხბურთი, ლამაზი ფეხბურთი. რომლებიც ცდილობენ თავიანთი პრობლემების მოგვარებას კარგი ფეხბურთის თამაშით - დიდსულოვნად, და ამავე დროს თავიანთი მოთამაშეების მიმართ მომთხოვნები არიან. ეჭვი არ მეპარება, რომ ისინი ლამაზ ფეხბურთს ითამაშებენ. ვფიქრობ, ინიგოს აქ, „ვილიარეალში“, ძალიან კარგი წლები ექნება. მახსოვს მისი თამაში გასულ წელს კონფერენს ლიგის ფინალში, ასევე ლა ლიგაშიც. ეს არის გუნდი, რომელიც ბევრ პოზიტიურ რამეს გადმოსცემს და მის უკან ძალიან დიდი მწვრთნელი დგას. ვფიქრობ, „ვილიარეალმა“ მისი დანიშვნით კარგი ნაბიჯი გადადგა. რა თქმა უნდა, სირთულეები არსებობს, ეს ნორმალურია. მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ მათ ძალიან კარგი მატჩი ჩაატარეს „ლივერპულის“ წინააღმდეგ. ალბათ, ცოტა მეტსაც იმსახურებდნენ. ზოგჯერ სცენარი ისეთი არ არის, როგორიც ჩვენ გვსურს. მათ დაამარცხეს „ნაპოლი“ და კონკურენტუნარიანები იყვნენ „ბორუსიასთან“. ჩვენ ფეხბურთელებს ვუთხარით, რომ ხვალ რთული მეტოქე გვეყოლება. ეს ის მწვრთნელია, რომელიც არ ეძებს გამართლებას, ბევრს უტევს და სურს ბურთის ფლობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ან ჩვენ უნდა ვიყოთ საუკეთესო ფორმაში, ან ხვალ მატჩს ვერ მოვიგებთ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ხვალინდელ მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს. „ვილიარეალისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ დაპირისპირება 3 ნოემბერს, საქართველოს დროით 23:55 საათიდან დაიწყება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    კვერნაძის ასისტი - ფროზინონემ კიდევ მოიგო და ოთხეულს უახლოვდება
    კვერნაძის ასისტი - ფროზინონემ კიდევ მოიგო და ოთხეულს უახლოვდება