კილიან მბაპე, ორელიენ ჩუამენი
Aa
Aa

„ჩუამენის ბრალია, დარტყმა არ იცის“ | რასინგის პატარა ქომაგი და რეალის მაგარი ჟესტი

ესპანეთის ლა ლიგის მე-11 ტურში გიორგი გულიაშვილის „რასინგი“ „ელ სარდინეროზე“ „რეალთან“ დამარცხდა. „სამეფო კლუბმა“ კილიან მბაპეს, ჯუდ ბელინგემისა და იან დიომანდეს გოლებით 3:0 იმარჯვა და „ბარსელონასთან“ 3 ქულაში დარჩა.

„რასინგისა“ და „რეალის“ მატჩის მიმდინარეობისას იყო ეპიზოდი, რომელმაც საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიქცია. 51-ე წუთზე „ბლანკოსის“ ფეხბურთელმა, ორელიენ ჩუამენიმ მეტოქის კარისკენ დაარტყა, თუმცა კარს ძალიან დიდი მანძილით ააცილა. ჩუამენის დარტყმული ბურთი „რასინგის“ პატარა გულშემატკივარს, მაქსიმოს მოხვდა, რომელმაც ცრემლები ვერ შეიკავა და ტირილი დაიწყო.

მომხდარის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა და მატჩის შემდეგ „რეალის“ წარმომადგენლებმა მაქსიმო და მისი მამა თავიანთ გასახდელში დაპატიჟეს. ჩუამენი მაქსიმოს შეხვდა, ბოდიში მოუხადა, მასთან ფოტოები გადაიღო და ხელმოწერილი მაისური აჩუქა.

ფრანგი ნახევარმცველის გარდა, მაქსიმოს კილიან მბაპეც შეხვდა. მბაპემ ბიჭუნა გაახალისა და ჩუამენიზე იხუმრა: „როგორ ხარ? კარგად ხარ? ყველაფერი ჩუამენის ბრალია, დარტყმა არ იცის“.

ცნობისთვის, „რეალს“ 27 ქულა აქვს და ლა ლიგის სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციას იკავებს. „სამეფო კლუბს“ მომდევნო შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე ელოდება და სტუმრად „აეკს“ დაუპირისპირდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მამარდა ისევ არ ათამაშეს | ლივერპული არსენალთან დამარცხდა
    მამარდა ისევ არ ათამაშეს | ლივერპული არსენალთან დამარცხდა