გიორგი კვერნაძე, ფროზინონე
Aa
Aa

„მცველებისთვის ნამდვილი თავის ტკივილია“ - იტალიური მედია კვერნაძეს აფასებს

იტალიის სერია A-ს მე-10 ტურში, გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ საკუთარ მოედანზე „ტორინოს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.

გიორგი კვერნაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 80 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ქართველი შემტევი აქტიური იყო და რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდი შემოგვთავაზა. კვერნაძემ 48-ე წუთზე საგოლე გადაცემა შეასრულა, რითაც „ფროზინონემ“ ანგარიში გახსნა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ იტალიურმა მედიამ ქართველი ფეხბურთელის თამაში შეაფასა.

Tuttomercatoweb – 6.5 ქულა: ამჯერად ის თავად მოგვევლინა ასისტენტის ამპლუაში. მან თითქმის არარსებული სივრცე გამონახა და ბურთი ჟეჟემისს გადააწოდა, რომელმაც ზუსტი დარტყმით გუნდი დააწინაურა.

Tuttofrosinone – 7 ქულა: მარცხენა ფლანგზე მეტოქისთვის ნამდვილი თავის ტკივილი იყო. მან ჟეჟემისს ბრწყინვალე საგოლე გადაცემა გაუკეთა, რითაც მატჩში ანგარიში გაიხსნა.

სერია A-ს მიმდინარე სეზონში გიორგი კვერნაძემ „ფროზინონეს“ ათივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. ქართველმა შემტევმა თავი იტალიის თასზე გატანილი 2 გოლითაც გამოიჩინა.

10 ტურის შემდეგ „ფროზინონეს“ 6 მოგება, 2 ფრე და 2 მარცხი აქვს და შესაბამისად, 20 ქულით სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციაზე იმყოფება, ოთხეულს კი 3 ქულა აშორებს. მომდევნო ტურში ქართველი შემტევის გუნდი სტუმრად „კალიარის“ დაუპირისპირდება. მატჩი 7 ნოემბერს, საქართველოს დროით 18:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    კვერნაძის ასისტი - ფროზინონემ კიდევ მოიგო და ოთხეულს უახლოვდება
    კვერნაძის ასისტი - ფროზინონემ კიდევ მოიგო და ოთხეულს უახლოვდება