შთამბეჭდავი მომენტი შექმნა | წიტაიშვილის რაიომ სელტას დამაჯერებლად მოუგო
ლა ლიგის მე-11 ტურში რაიო ვალეკანომ ვიგოს სელტას 3:0 მოუგო. რაიომ 3-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა, ათ მატჩში 12 ქულა დააგროვა და ამ მომენტში, ვიდრე ჯერ ტური არ დასრულებულა, მე-11 ადგილზეა.
გამარჯვებულთა სათადარიგოთა სკამზე გიორგი წიტაიშვილი იჯდა, ქართველი გარემარბი თამაშში 1:0-ზე, მეორე ტაიმის პირველივე წუთიდან ჩაერთო. გატანილ გოლებში არ მონაწილეობდა და მიუხედავად იმისა, რომ შეტევაში ნაკლებად პროდუქტიული იყო, ერთი დასამახსოვრებელი მომენტი შექმნა, ხავი რუედას თავბრუ დაახვია და საჯარიმოში კარგი პასი გააკეთა, თუმცა ისი პალასონმა ცუდად დაარტყა.
ასევე გეტყვით, რომ ქართველმა ფეხბურთელმა მარცხენა გარემარბის პოზიციაზე ითამაშა.
25 წლის გიორგი წიტაიშვილმა, რომელიც რაიო ვალეკანოს მიმდინარე სეზონის დასაწყისში შეუერთდა, ლა ლიგაში 7 მატჩი ჩაატარა (316 წუთი). მათგან 2-ში ის სასტარტო შემადგენლობაში იყო. შეუცვლელად (90 წუთი) მხოლოდ მე-5 ტურში, 12 სექტემბერს, მადრიდის რეალის წინააღმდეგ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ითამაშა. მის აქტივში საგოლე მოქმედება არაა. ერთი ყვითელი ბარათი ესპანიოლთან მიიღო.
მიმდინარე კვირაში წიტაიშვილმა ესპანეთის თასზე უელვასთან 120 წუთი ითამაშა. საგოლე მოქმედება არ ჰქონდა, 84-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს