გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

გუნდში მეორე საუკეთესო შეფასება | მიქაუტაძის ვილიარეალი ესპანიოლთან დამარცხდა

ესპანეთის ლა ლიგის მე-11 ტურში, „ესტადიო დე ლა სერამიკაზე“ „ვილიარეალი“ „ესპანიოლს“ დაუპირისპირდა. გიორგი მიქაუტაძის გუნდმა ფავორიტის სტატუსი ვერ გაამართლა და მინიმალური ანგარიშით, 0:1 დამარცხდა.

მატჩის ერთადერთი გოლი მეორე ტაიმში გავიდა. ბრაიან სარაგოსას ჩაწოდებით ლეანდრო კაბრერამ ისარგებლა და „ესპანიოლი“ წინ გაიყვანა. დარჩენილ დროში „ვილიარეალი“ ბევრს ეცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მეხუთედ დამარცხდა.

მიქაუტაძემ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. 26-ე წუთზე გიორგიმ შორიდან დაარტყა და ანხელ ფორტუნომ მარტივი მოგერიება შეასრულა. 55-ე წუთზე მიქაუტაძემ რთული მდგომარეობიდან დაარტყა და ფორტუნომ ამჯერადაც აჯობა. 76-ე წუთზე ქართველ თავდამსხმელს კარგი სოლორეიდი ჰქონდა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.

„ესპანიოლთან“ მატჩში მიქაუტაძის სტატისტიკა ასეთი იყო: 45 შეხება, 2 საკვანძო გადაცემა, 3 დარტყმა, 8-დან 4 მოგებული ორთაბრძოლა, 3-დან 2 წარმატებული დრიბლინგი და 24-დან 24 ზუსტი პასი. Sofascore-მა მისი თამაში 7.4 ქულით შეაფასა და „ვილიარეალის“ რიგებში მასზე მაღალი შეფასება მხოლოდ რენატო ვეიგას ჰქონდა — 7.9.

ამრიგად, 11 ტურის შემდეგ „ვილიარეალს“ 12 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-10 პოზიციას იკავებს. „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე გამართავს და 3 ნოემბერს, 23:55 საათზე „პარი სენ-ჟერმენს“ დაუპირისპირდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    რუსი მეტოქე წუთ-ნახევარში დაამარცხა | გოჩილაიძის ბრინჯაო აბუ-დაბიში
    რუსი მეტოქე წუთ-ნახევარში დაამარცხა | გოჩილაიძის ბრინჯაო აბუ-დაბიში