გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძეს ერთი მომენტი ჰქონდა - ვილიარეალმა ელჩესთან ქულები დაკარგა

ლა ლიგის მეცხრე ტურში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა“ საკუთარ მოედანზე „ელჩე“ მიიღო - მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

ქართველმა ფორვარდმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და თამაშში მხოლოდ 66-ე წუთზე ჩაერთო. მიქაუტაძეს თავის გამოჩენის საშუალება არ ჰქონია, ერთ ეპიზოდში კი ჟერარ მორენოს გადაცემაზე სათამაშოდ მას სანტიმეტრები დააკლდა.

Sofascore-მა მიქაუტაძის თამაში 6.7 ქულით შეაფასა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 9 შეხება ბურთთან, 7-დან 7 ზუსტი პასი (100%), 1 ჩაჭრა და 1 დაკარგული ბურთი.

„ვილიარეალი“ 9 ტურის შემდეგ 9 ქულით სატურნირო ცხრილის მე-9 ადგილზეა. მომდევნო ტურში მიქაუტაძის გუნდი „ვალენსიას“ ესტუმრება, მანამდე კი 20 ოქტომბერს „ენფილდზე“ გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულს“ დაუპირისპირდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    როდის დაბრუნდებიან გოჩოლეიშვილი და ტაბატაძე - კადისის მწვრთნელის კომენტარი
    როდის დაბრუნდებიან გოჩოლეიშვილი და ტაბატაძე - კადისის მწვრთნელის კომენტარი