გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძეს გატანა შეეძლო - ვილიარეალმა სეზონში პირველი მატჩი მოიგო

ლა ლიგის მე-6 ტურში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ „მალაგას“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 3:1 დაამარცხა.

მიქაუტაძემ მატჩი თადარიგში დაიწყო და მოედანზე მეორე ნახევარში 63-ე წუთზე გამოჩნდა. მალევე ჟორჟს გატანა შეეძლო, 69-ე წუთზე ქართველს სანტიმეტრები დააკლდა სეზონში მეორე ბურთის გასატანად. 81-ე წუთზე კი საგოლე შეტევა წამოიწყო და გარდამტეხი გადაცემაც შეასრულა, რასაც საბოლოოდ მეტოქის კარში პენალტი მოჰყვა, რომელიც გეიემ მიქაუტაძეს არ დაუთმო და თავად გაიტანა.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, „მალაგამ“ მატჩი კარგად დაიწყო და იგებდნენ კიდეც, თუმცა „ვილიარეალმა“ სცენარის სათავისოდ შემობრუნება პირველივე ტაიმში შეძლო და მოლეიროსა და გეიეს გოლებით შესვენებაზე 2:1-ით გავიდნენ.

მეორე ტაიმში იყო გეიეს პენალტი და 3:1 – „ვილიარეალმა“ მეტოქეს აშკარად აჯობა, თუმცა ნერვიულობა მაინც მოუწიათ, მაგრამ მთავარია ნავსი გატყდა და გუნდმა სეზონში პირველი სამი ქულა მოიპოვა.

უნდა აღინიშნოს „ვილიარეალის“ მთავარი მწვრთნელის ინიგო პერესის ტაქტიკური ცვლილება, რომელმაც ალბერტო მოლეირო ცენტრში შემოწია და ფორვარდის უკან გაამწესა, რის შედეგადაც გუნდს ბურთს კონტროლი გაუმარტივა. სეზონში ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა „ყვითელმა წყალქვეშა ნავმა“ 4-4-2-ით არ ითამაშა.

მიქაუტაძის გუნდი ამ გამარჯვების შემდეგ სატურნირო ცხრილში 5 ქულით მე-16 პოზიციაზე იმყოფება

სანაკრებო პაუზის წინ, ლა ლიგის მე-7 ტურში „ვილიარეალი“ „ლევანტეს“ უმასპინძლებს. მატჩი კვირას, ჩვენი დროით 20:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები