„იძულებულები ვიქნებით შევხვდეთ...“ - იანი მერაბთან მე-4 ბრძოლას არ გამორიცხავს
პიოტრ იანმა დაუშვა იმის ალბათობა, რომ მომავალში შესაძლოა დვალიშვილთან კიდევ ერთი ბრძოლა ჩაატაროს.
„ყველა წონით კატეგორიაში წრიული სისტემაა და ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, მოიპოვებს თუ არა მერაბი მომავალში გამარჯვებებს, გააგრძელებს თუ არა ასპარეზობას. და თუ ის ამას გააკეთებს და მეც გავაკეთებ, საბოლოო ჯამში იძულებულები ვიქნებით შევხვდეთ, კიდევ ერთი ორთაბრძოლა ჩავატაროთ. ამის სანახავად კი დროა საჭირო“,
- განაცხადა იანმა Sport24-თან ინტერვიუში.
იანმა ასევე გაამხილა ის, თუ რაზე ისაუბრეს ბრძოლის შემდეგ მან და დვალიშვილმა.
„ვიჩხუბეთ, ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს, რამდენიმე სიტყვა გავცვალეთ. საკითხი, რომელსაც ის აყენებს, პოლიტიკის ისტორიას უკავშირდება და გასაგებია, რომ ამაში გარკვეული გაუგებრობა აქვს. ვუთხარი: „წიგნები წაიკითხე ცოტა, იქნებ უფრო დაწყნარდე-მეთქი“.
უბრალოდ, ადამიანები მიდიან საზღვარგარეთ იმ ადგილიდან, სადაც გარკვეული ისტორია ხდება და იქიდან იწყებენ ყველაფრის გადმოღვრას, რაც თავში აქვთ. წადი სახლში, იცხოვრე, განავითარე, დაეხმარე, ეცადე რამე შეცვალო, შენი წვლილი შეიტანო და არა უბრალოდ ილაპარაკო“.
შეგახსენებთ, რომ ათი დღის წინ აბუ-დაბიში გამართულ ტურნირზე UFC 333 ტრილოგიის დასკვნით მატჩში ქართველი მებრძოლი დაამარცხა და სუპერმსუბუქ წონაში საჩემპიონო ქამარი წარმატებით დაიცვა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს