ვის შეხვდება მერაბი RAF-ის ღონისძიებაზე | დვალიშვილის მეტოქე ცნობილია
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი RAF-ის ფარგლებში კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს. „მანქანა“ 14 ნოემბერს აბუ-დაბიში გასამართ ღონისძიებაზე იასპარეზებს და მისი მეტოქის ვინაობაც გაირკვა.
დვალიშვილი თავისთვის კარგად ნაცნობ მოწინააღმდეგეს, მარლონ მორაესს დაუპირისპირდება. მერაბს მორაესის წინააღმდეგ UFC-ში აქვს ორთაბრძოლა გამართული. 2021 წლის სექტემბერში „მანქანა“ მარცხთან ახლოს იყო, თუმცა ჩხუბი ბრწყინვალე სტილში მოატრიალა და ტექნიკური ნოკაუტით მოიგო.
ცნობისთვის, ქართველმა მებრძოლმა ბოლოს UFC-ში პიოტრ იანის წინააღმდეგ იასპარეზა და, სამწუხაროდ, საჩემპიონო ქამარი ვერ დაიბრუნა. მერაბი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა და ეს ბრძოლა ოქტომბრის საუკეთესო დაპირისპირებად დასახელდა.
გეტყვით იმასაც, რომ დვალიშვილს RAF-ის ფარგლებში სამი შეხვედრა აქვს გამართული. „მანქანამ“ ფრენკი ედგარი და ჰენრი სეხუდო დაამარცხა, „ტრიპელ სისთან“ განმეორებითი შეხვედრა კი წააგო.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს