„ტრილოგიას მოუთმენლად ველი“ - სეხუდოს მერაბთან ჭიდაობა ისევ უნდა
ჰენრი სეხუდომ RAF-ში მერაბ დვალიშვილთან რევანში შეაფასა და განაცხადა, რომ ტრილოგიას მოუთმენლად ელის. ამერიკელი ოლიმპიური ჩემპიონი და MMA-ის ყოფილი მებრძოლი ამბობს, რომ მისი და მერაბ დვალიშვილის მესამე შეხვედრა მათ შორის საუკეთესოს გამოავლენს.
ჰენრი სეხუდო:
„როდესაც კარგ ფორმაში ვარ, ჩემს დამარცხებას ვერავინ შეძლებს. ეს სიტყვები გულთან ახლოს მივიტანე. მას შემდეგ, რაც მერაბმა საქართველოში დამამარცხა, ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ამსტერდამში გავემგზავრე და თვენახევრის განმავლობაში თავი სრულად მივუძღვენი ვარჯიშს. უბრალოდ დისციპლინისა და საქმისადმი ერთგულების შენარჩუნება მჭირდება.
ამ საქმით უკვე ძალიან დიდი ხანია დაკავებული ვარ. არ მიკვირს, რომ მერაბთან წავაგე. 13 წლის განმავლობაში გამოვდიოდი MMA-ში, ვმუშაობდი დგომში და სხვა რაღაცებით ვიყავი დაკავებული. თუ მეტოქეს უკეთესი გამძლეობა აქვს და მაღალი ტემპის შენარჩუნება შეუძლია, ნებისმიერის დამარცხებას შეძლებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ შენ აღარ ხარ სრულად ჩართული ჭიდაობაში.
ბავშვობიდან ვჭიდაობ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. მარცხი ჩემთვის გამოსაფხიზლებელი აღმოჩნდა, თუმცა ახლა მოუთმენლად ველი ტრილოგიას“.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდო RAF Georgia-ზე დაამარცხა. „მანქანა“ 8:0 მარცხდეობდა, თუმცა შეხვედრის შემოტრიალება შეძლო და საბოლოოდ 11:9 გაიმარჯვა. გასულ უქმეებზე კი სეხუდომ რევანში აიღო და ჩემპიონის ქამარიც მოიგო. ჯერჯერობით, უცნობია, როდის გაიმართება მათ შორის მესამე საჭიდაო შეხვედრა.