მერაბ დვალიშვილი, დენა უაითი, უსმან ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„ალბათ, ეს მოსწონთ...“ - დენა უაითმა RAF-ი გააკრიტიკა

UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა საჭიდაო ორგანიზაცია RAF-ი გააკრიტიკა და უსაფრთხოების ზომების გაძლიერებისკენ მოუწოდა. ამასთან დაკავშირებით, დენა უაითმა UFC 334-ის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ჟურნალისტი: „არის რაიმე სიახლე აბუ-დაბიში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით? ახლა ვრცელდება ინფორმაცია, რომ უმარიც კი, რომელიც მოქმედი UFC-ის მებრძოლია, ასევე დააკავეს. არის რაიმე ახალი იმის შესახებ, თუ რა ხდება იქ?“

დენა უაითი: - „არა. მხოლოდ ის ვიცი, რომ მათ დაახლოებით ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯეს.“

ჟურნალისტი: „გაიძულებთ თუ არა ეს ფაქტი, რომ თქვენ ან UFC-მ თავი შეიკავოთ მოქმედი მებრძოლების RAF-ის ჭიდაობებზე გაშვებისგან იმის გათვალისწინებით, რომ ამ ორგანიზაციის ღონისძიებებზე ამდენი ჩხუბი ხდება?“

დენა უაითი: „კი, ეს სიგიჟეა. სიგიჟეა. ალბათ მოსწონთ ეს, რადგან მუდმივად ასე ხდება.“

ცნობისთვის, უსმან ნურმაგომედოვისა და მერაბ დვალიშვილის გარდა, მებრძოლებს შორის დაპირისპირება რამდენიმე კვირის წინაც მოხდა, როდესაც არმან ცარუკიანი RAF 14-ის პრესკონფერენციაზე დილონ დენისს დაუპირისპირდა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „სპორტულ საზღვრებს გასცდა, მაგრამ UFC-ის შეფები დაფიქრდებიან - კუხალაშვილი ქართულ-დაღესტნურ ბრძოლებზე
    „სპორტულ საზღვრებს გასცდა, მაგრამ UFC-ის შეფები დაფიქრდებიან - კუხალაშვილი ქართულ-დაღესტნურ ბრძოლებზე