„მერაბმა მითხრა, რომ მომავალში UFC-ის ჩემპიონი გავხდები“ - ლაზიშვილი
RAF-ის ღონისძიებაზე ურაია ფეიბერის დამარცხების შემდეგ საბა ლაზიშვილმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საუკეთესო ფორმაში არაა, თუმცა ბრძოლაზე უარის თქმა უბრალოდ არ შეეძლო.
„მადლობა ყველას, ვინც დღეს აქ მოვიდა და მხარს მიჭერდა. ბოლო დღეების განმავლობაში თქვენი მხრიდან დიდ სიყვარულს ვგრძნობ და ამისთვის მადლობას გიხდით.
მადლობა ჩემს მეგობრებს საქართველოდან, რომლებიც აქ ჩემს გულშემატკივროდ ჩამოვიდნენ. მერაბმა მითხრა, რომ მომავალში UFC-ის ჩემპიონი გავხდები.
როგორ შევატრიალე ბრძოლა? არანაირი სტრატეგია არ მქონდა. ასეთ ცუდ ფორმაში არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ მოვედი და კაცივით ვიბრძოლე. მზად ვარ, ნებისმიერთან ვიჭიდავო“.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს