მერაბ დვალიშვილი, უსმან ნურმაგომედოვი
Aa
Aa

ოფიციალურად - აბუ-დაბის ინციდენტზე სასამართლოს განაჩენი ცნობილია

აბუ-დაბის სისხლის სამართლის სასამართლომ გამოიტანა განაჩენი 11 ნოემბერს ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარ ინციდენტზე, რომლის დროსაც უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები მერაბ დვალიშვილსა და მასთან ერთად მყოფ საბა ლაზიშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

განაჩენის თანახმად, 10 ადამიანს სხვადასხვა სიმძიმის სანქცია დაეკისრა. კერძოდ, 6 პირს „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის, პანიკის შექმნისა და სხვისი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებისთვის“ 6-თვიანი პატიმრობა, 300 ათასი დირჰამის ოდენობის ჯარიმა და სასჯელის მოხდის შემდეგ ქვეყნიდან დეპორტაცია დაეკისრა.

ანალოგიური სასჯელი დაეკისრა კიდევ ორ პირს „ჩხუბის ვიდეოჩანაწერის განხორციელებისა და გავრცელებისთვის“, ხოლო დარჩენილ 2 პირს „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და თავდასხმისთვის“ 50-ათასიანი ჯარიმა დაეკისრა.

გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩხუბის მონაწილეებს ტელეფონები ჩამოერთვათ და ვიდეოჩანაწერების წაშლა დაევალათ.

როგორც ცნობილია, ორი პირი, რომლებიც სასამართლომ გაათავისუფლა, მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი არიან. ეს ინფორმაცია RAF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჩედ ბრონშტაინმა დაადასტურა. 

აქვე გეტყვით, რომ ხვალ მერაბ დვალიშვილი RAF-ის მორიგ ღონისძიებაზე მარლონ მორაესს დაუპირისპირდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მერაბი და საბა თავისუფლები არიან | RAF-ის ოფიციალური განცხადება
    მერაბი და საბა თავისუფლები არიან | RAF-ის ოფიციალური განცხადება