მერაბ დვალიშვილი, უსმან ნურმაგომედოვი, ზვიად ლაზიშვილი
Aa
Aa

„იმ ადამიანებს, რომლებიც თბილისში მომხდარ ინციდენტს იხსენებენ...“ - ზვიად ლაზიშვილის მიმართვა

MMA-ის ქართველი მებრძოლი, ზვიად ლაზიშვილი სოციალურ ქსელში მერაბ დვალიშვილისა და უსმან ნურმაგომედოვის ინციდენტს გამოეხმაურა.

ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, ნურმაგომედოვების გუნდის წევრები და მხარდამჭერები აქტიურად ავრცელებენ თბილსში მომხდარი ინციდენტის კადრებს, რომელშიც მერაბმა მათი გუნდის წევრს სახეში გაარტყა და იძახიან, რომ უმარის პასუხიც სწორედ ამის გამოძახილია.

ზვიად ლაზიშვილი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში თავდაპირველად სწორედ ამას პასუხობს. ასევე, შეგახსენებთ, რომ მერაბთან ერთად სწორედ ლაზიშვილის ძმა, საბა ლაზიშვილი იყო, რომელიც „მაქნანას“ ბოლომდე გვერდით დაუდგა და როგორც უსმანს, ისე მისი გუნდის წევრებს საკადრისი პასუხი გასცა.

ზვიად ლაზიშვილის მიმართვა:

„მოგესალმებით ყველას, მინდა გამოვეხმაურო ინციდენტს, რომელიც უსმან ნურმაგომედოვსა და მერაბ დვალიშვილს შორის მოხდა. პირველ რიგში, არანაირი გამართლება არ აქვს იმას, რომ ექვსი პროფესიონალი მებრძოლი ზურგიდან ეპარება ორ ადამიანს და ასეთ ჩხუბს იწყებს. ამ საქციელში არ არის არც ღირსება, არც პატივისცემა და მის უკან არაფერი დგას. ამასთან ერთად, თქვენ ეს ყველაფერი ვიდეოზე გადაიღეთ და სხვათა შორის, ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ არ დასრულებულა - ამ ორმა ბიჭმა მაგრად გცემათ. საოცრად ვამაყობ ჩემი უმცროსი ძმით, საბათი და მერაბით; ბიჭებო, თქვენ ლომებივით იბრძოლეთ და აჩვენეთ იმ ვირთხებს, ვინც სინამდვილეში არიან“.

„რაც შეეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც იხსენებენ თბილისში მომხდარ ინციდენტს, როდესაც მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს გაარტყა - ამ ორი სიტუაციის შედარება უბრალოდ არ შეიძლება. ერთი მარტივი მიზეზის გამო: მერაბი არასდროს მიეპარებოდა ვინმეს ზურგიდან სხვა რვა კაცთან ერთად და ასე არ დაიწყებდა ჩხუბს. ასე რომ, შეგვიძლია ამ თემაზე საუბარი აქ დავასრულოთ. ცხადია, ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ ეს საუბარი მომავლისთვის გადავდოთ. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ჩემი ძმების მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ სამართალი იზეიმებს და ყველა მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს, კიდევ ერთხელ გმადლობთ“.

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების შემდეგ პოლიციამ უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები მალევე დააკავა და მათი დაკითხვა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც იწერება, მათ 2-წლამდე პატიმრობა, ან რამდენიმე ათასი დოლარით დაჯარიმება ემუქრებათ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ნეტავ მანდ ვყოფილიყავი“ - ლაშა ბექაურის მხარდაჭერა დვალიშვილს
    „ნეტავ მანდ ვყოფილიყავი“ - ლაშა ბექაურის მხარდაჭერა დვალიშვილს