მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„თუ სადმე შემხვდნენ, ეგრევე ვიმოქმედებ“ - ბოლქვაძის კომენტარი

არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში მომხდარი ინციდენტის დროს, მერაბ დვალიშვილთან ერთად მხოლოდ საბა ლაზიშვილი იმყოფებოდა და „მანქანამ“ 21 წლის მოჭიდავისგან როგორც ფიზიკური, ასევე მორალური მხარდაჭერა იგრძნო. სხვა ქართველი მებრძოლები კი, რომელთაც სხვების მსგავსად ეს ყველაფერი ვიდეოში ნახეს, ძალიან გაბრაზებულები არიან და უსმან ნურმაგომედოვსა და მის მეგობრებს დღევანდელი სამარცხვინო საქციელის გამო, მუქარას უთვლიან. სწორედ ასეთი განცხადება გაავრცელა RKENA-ს მებრძოლმა რუსლან ბოლქვაძემ და ასეთი კომენტარი გააკეთა:

„აი ამ ტურების საქციელს, რომელიც მთელმა მსოფლიომ ნახა, აუცილებლად პასუხი მოეთხოვება. მე გპირდებით მაგას, რომ სადაც არ უნდა შევხვდე და როგორც არ უნდა შევხვდე, უსმან ნურმაგომედოვს, ან მის წარმომადგენელს, რომელიც ამ ყველაფერში მონაწილეობას იღებდა, კითხვების გარეშე იქნება მხოლოდ მოქმედება და იმ ბიჭს ვენაცვალე მერაბის გვერდით რომ იყო პატარა ბიჭი. ისტორიულად ყოველთვის ასე იყო - ორ ქართველზე მოდიოდა ათი მტერი და თავი ყოველთვის გაგვქონდა, საქართველოს გაუმარჯოს“.

ცნობისათვის, მერაბ დვალიშვილს თავს უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანხმლები პირები დაესხნენ. როგორც მერაბმა განაცხადა, იქ ასევე იმყოფებოდა უმარ ნურმაგომედოვი, რომელიც ქართველმა „მანქანამ“ 2025 წლის იანვარში, სუპერმსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ყველაზე მაგარი ამ ამბავში ის ბიჭი იყო“ - როივალმა ლაზიშვილი ახსენა
    „ყველაზე მაგარი ამ ამბავში ის ბიჭი იყო“ - როივალმა ლაზიშვილი ახსენა