მერაბ დვალიშვილი, შონ სტრიკლენდი, უსმან ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„ძაღლებივით იქცევიან“ | შონ სტრიკლენდი მერაბის ვიდეოს გამოეხმაურა

მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში იმყოფება, სადაც 14 ნოემბერს, RAF-ის ფარგლებში, მარლონ მორაესს უნდა დაუპირისპირდეს. ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე საშინელი ინციდენტი მოხდა, რომელმაც MMA-ის მთელი სამყარო აალაპარაკა.

დვალიშვილი ინტერვიუს წერდა, როდესაც მას უსმან ნურმაგომედოვი ათამდე თანმხლებ პირთან ერთად უკნიდან მიუახლოვდა. უსმანი ლაჩრულად მოიქცა, მერაბს თავს დაესხა და „მანქანასა“ და მასთან მყოფ 21 წლის საბა ლაზიშვილს მთელ ჯგუფთან ერთად დაუპირისპირდა.

უსმანის საშინელი საქციელის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა და მას საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონი, შონ სტრიკლენდი გამოეხმაურა: „უსმან ნურმაგომედოვი ძუკნის პირდაპირი განსახიერებაა. ეს ბიჭები დარბიან და თავს აჩვენებენ, თითქოს მაგარი ტიპები არიან, სინამდვილეში კი ძაღლებივით იქცევიან — ელოდებიან, ზურგს როდის შეაქცევ და თვალს მოაშორებ, რომ თავს დაგესხან. ეს მუსლიმური ქცევაა თუ უსმანი უბრალოდ ძუკნაა?“

ცნობისთვის, მომხდართან დაკავშირებით კომენტარი უსმან ნურმაგომედოვის ყოფილმა მეტოქემ, პოლ ჰიუზმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ის და მისი თანმხლები პირები დუბაიში მის ქომაგებს ყოველგვარი მიზეზის გარეშე თავს დაესხნენ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „საბას ვერაფერი დააკლეს, MMA-ში გადასვლა სურს“ - დვალიშვილის კომენტარი
    „საბას ვერაფერი დააკლეს, MMA-ში გადასვლა სურს“ - დვალიშვილის კომენტარი