„საბას ვერაფერი დააკლეს, MMA-ში გადასვლა სურს“ - დვალიშვილის კომენტარი
აბუ-დაბიში მომხდარი საშინელი ინციდენტის შემდეგ, რომლის დროსაც მერაბ დვალიშვილს ინტერვიუს მიცემის დროს, უსმან ნურმაგომედოვი, მისი ძმა უმარ ნურმაგომედოვი და მათი მეგობრები დაესხნენ, ქართველმა „მანქანამ“ ამის თაობაზე საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით აცნობა. მოგვიანებით კი, მერაბმა კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც დეტალურად მოჰყვა მასთან ერთად მყოფ ახალგაზრდა სპორტსმენზე, რომელმაც დაღესტნელებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია.
რას ამბობს დვალიშვილი
ჩემი ახალგაზრდა მეგობარი, რომელიც მხოლოდ 21 წლისაა, ქართველი მოჭიდავე საბა ლაზიშვილია. ის დაუპირისპირდა უსმან და უმარ ნურმაგომედოვებს და უკვე შერეულ ორთაბრძოლებში გადასვლას აპირებს, რადგან ათამდე დაღესტნელმა ვერაფერი დააკლო. მე დაცვამ დამაწვინა და ისინი ფეხებს გვირტყამდნენ. ეს რა სამარცხვინო საქციელია? ცხოვრება მშვენიერია, ყველაფერი კარგად არის.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის საჩემპიონო ორთაბრძოლა UFC-ის სუპერმსუბუქ დივიზიონში 2025 წლის იანვარში გაიმართა და ქართველმა მებრძოლმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს