„ვარჯიში განაახლა“ | გეიჯის თანაგუნდელმა ჩემპიონის მომდევნო მეტოქე დაასახელა
UFC-ის მსუბუქი წონის დივიზიონის ჩემპიონის, ჯასტინ გეიჯის თანაგუნდელმა, დრიუ დობერმა ამერიკელ მებრძოლზე ისაუბრა. დობერის მიხედვით, გეიჯი კარიერას არ დაასრულებს და მას ოქტაგონში აუცილებლად ვნახავთ.
„ჯასტინ გეიჯი სპორტდარბაზს დაუბრუნდა. ვარჯიშობს და ვიცი, რომ კიდევ ერთხელ ჩხუბზე ფიქრობს. ფსონს ვდებ, რომ გაისად გეიჯისა და არმან ცარუკიანის დაპირისპირებას ვიხილავთ. ჯასტინი ხელთათმანების კედელზე ჩამოკიდებას არ აპირებს.
მან მიაღწია ყველაფერს, რის მიღწევაც ამ სპორტშია შესაძლებელი და, ვფიქრობ, ნამდვილად ყოყმანობს, თუმცა არმან ცარუკიანი მომდევნო მეტოქეა. სხვას ვის უნდა ეჩხუბოს?“
შეგახსენებთ, რომ გეიჯისთან რემატჩის გამართვას ილია თოფურია ითხოვს. ახლახან „ელ მატადორმა“ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე გამოკითხვა ჩაატარა და გულშემატკივრებს სთხოვა, პედი პიმბლეტსა და ჯასტინ გეიჯის შორის მისი მომდევნო მეტოქე აერჩიათ.
ქომაგებმა მხარი გეიჯისთან დაპირისპირებას დაუჭირეს. გამოკითხვის დასრულების შემდეგ „ელ მატადორმა“ UFC-ის პრეზიდენტს, დენა უაითს მიმართა და შედეგები გააცნო, თუმცა გეიჯიმ რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ილიასთვის რემატჩის მიცემას არ აპირებს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს