ბითაძის ორი ქულა და დაფარება | ორლანდომ საკრამენტო დაამარცხა
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმ“ 4-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. ქართველი კალათბურთელის გუნდი დასავლეთ კონფერენციის აუტსაიდერს, „საკრამენტო კინგსს“ სტუმრად დაუპირისპირდა და 107:100 გაიმარჯვა.
ბითაძეს მცირე სათამაშო დრო მიეცა და პარკეტზე 15 წუთი და 4 წამი გაატარა. ამ დროის განმავლობაში გოგას აქტივში 2 ქულა, 2 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა იყო. ქართველმა ცენტრმა 1 მოხსნა მეტოქის ფარზე მიითვალა, დაკარგვა არ ჰქონია და ერთხელ დაჯარიმდა.
„ორლანდოს“ რიგებში 33 ქულით ფრანც ვაგნერი გამოირჩა. ენტონი ბლეკმა მატჩი 26 ქულით დაასრულა, ხოლო დესმონდ ბეინმა 15 ქულა მიითვალა. „საკრამენტოს“ მხრიდან საუკეთესო ზაკ ლავინი იყო — 31 ქულა. დარიუს ეკაფ ჯუნიორმა 29 ქულა მიითვალა.
„მეჯიქს“ 3 მოგება და 7 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 პოზიციას იკავებს. ფლორიდელები მომდევნო შეხვედრას 12 ნოემბერს გამართავენ და „იუტა ჯაზს“ დაუპირისპირდებიან.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს