„ლეიკერსში საუკეთესო შეხვედრა ჰქონდა“ | ჯეი ჯეი რედიკმა მამუკელაშვილი შეაქო
„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჯეი ჯეი რედიკმა სანდრო მამუკელაშვილი შეაქო. „ატლანტა ჰოუქსთან“ მოგებულ შეხვედრაში „მამუს“ ბრწყინვალე თამაში ჰქონდა და 23 ქულა დააგროვა, რაზეც მატჩის შემდეგ რედიკმაც ისაუბრა.
„მამუკელაშვილმა „ლეიკერსის“ რიგებში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. 23 ქულა ჰქონდა და ეს შესანიშნავია. მნიშვნელოვან მომენტებში კარგად ითამაშა. ჩემი აზრით, თამაშის ბოლო წუთებში დაცვაში შესრულებული ორი მოხსნა ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც სხვა ეპიზოდები, რომლებიც თამაშის განმავლობაში ჰქონია“.
შეგახსენებთ, რომ 23 ქულის გარდა, მამუკელაშვილმა 8 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა. როდესაც სანდრო პარკეტზე იყო, „ლეიკერსმა“ „ატლანტაზე“ 20-ით მეტი ქულა ჩააგდო და +20 ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.
„ლეიკერსს“ NBA-ში საუკეთესო ბალანსი აქვს და 10 მოგებითა და 2 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილს იკავებს. „ლოს-ანჯელესური“ გუნდი მომდევნო შეხვედრას 12 ნოემბერს გამართავს და სტუმრად „მილუოკი ბაქსს“ დაუპირისპირდება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს