კვარამ რონალდუს აჯობა, მაგრამ... | 2026 წლის მსოფლიო ნაკრები ცნობილია
ცოტა ხნის წინ, მსოფლიო ნაკრების გამოკითხვის შედეგები გახდა ცნობილი. გამოკითხვაში 19 ათასზე მეტი ფეხბურთელი იღებდა მონაწილეობას და საუკეთესო თერთმეტეულში მოსახვედრად ხვიჩა კვარაცხელიაც იბრძოდა, თუმცა ქართველმა შემტევმა თავდამსხმელებს შორის რეიტინგში მე-7 ადგილი დაიკავა.
ხვიჩამ გამოკითხვაში ხმათა 14.4% მიიღო და ათეულში ისეთ ფეხბურთელებს აჯობა, როგორებიც არიან კრიშტიანუ რონალდუ, უსმან დემბელე და რაფინია, მსოფლიო ნაკრებში კი 4 თავდამსხმელისთვის იყო ადგილი გათვალისწინებული. ეს ადგილები კილიან მბაპემ (46.0%), ლამინ იამალმა (37.4%), ლიონელ მესიმ (29.5%) და ერლინგ ჰოლანდმა (28.4%) გაინაწილეს. მსოფლიო ნაკრებში ვერ მოხვდა ოქროს ბურთის გამარჯვებული, ჰარი კეინი, რომელმაც ხმათა 27.6% მიიღო და მე-5 ადგილზე გავიდა, მე-6 პოზიციაზე კი 15.6%-ით მაიკლ ოლისე გვხვდება. საგულისხმოა, რომ ისტორიაში პირველად მოხდა, როდესაც ოქროს ბურთის გამარჯვებული მსოფლიო ნაკრებში არ აირჩიეს.
How 19,806 professional men’s footballers voted for the 2026 FIFPRO Men’s #World11 ???? https://t.co/Exd0tK0V4g
— FIFPRO (@FIFPRO) November 9, 2026
2026 წლის მსოფლიო ნაკრების შედეგები ასე გამოიყურება:
მეკარე: დავიდ რაია.
მცველები: ნუნუ მენდეში, პაულ კუბარსი, აშრაფ ჰაკიმი.
ნახევარმცველები: ჯუდ ბელინგემი, როდრი, ვიტინია.
თავდამსხმელები: კილიან მბაპე, ერლინგ ჰოლანდი, ლიონელ მესი, ლამინ იამალი.
The 2026 FIFPRO Men’s #World11 ✨ Decided exclusively by 19,806 professional men’s footballers worldwide. By the players, for the players ???? https://t.co/MnHEMHxtf1
— FIFPRO (@FIFPRO) November 9, 2026
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს