დინამო თბილისი, ჯაბა კანკავა
Aa
Aa

„კლუბმა ფეხბურთელის თხოვნა გაითვალისწინა“ - დინამო კანკავას წასვლას გამოეხმაურა

თბილისის „დინამო“ ლეგენდარული ფეხბურთელის, ჯაბა კანკავას გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რის მიხედვითაც, ვეტერანმა ნახევარმცველმა გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისური კლუბის განმარტებით, ხელმძღვანელებმა კანკავას თხოვნა გაითვალისწინეს და ურთიერთშეთანხმების შედეგად, მხარეებს შორის კონტრაქტი შეწყდა.

რა წერია განცხადებაში:

„ჯაბა კანკავა დინამოს დაემშვიდობა. ჩვენმა კლუბმა გაითვალისწინა ფეხბურთელის თხოვნა და კონტრაქტი ორმხრივად შეწყდა.

დედაქალაქური გუნდი მადლობას უხდის დინამოსა და ქართული ფეხბურთის ლეგენდას ერთგულებისთვის და პროფესიონალიზმისთვის. წარმატებას გისურვებთ ყველაფერში კაპიტანო“.

შეგახსენებთ, რომ ჯაბა კანკავამ კარიერა სწორედ „დინამოში“ 2003 წლიდან დაიწყო. 2025 წელს ის კვლავ თბილისურ კლუბში დაბრუნდა და ცნობილი გახდა, რომ გუნდი რამდენიმე დღის წინ დატოვა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ამ გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იყო“ - კანკავა დინამოს ფანებს დაემშვიდობა
    „ამ გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იყო“ - კანკავა დინამოს ფანებს დაემშვიდობა