უშანსო მარცხი ავსტრიასთან - ცხოვრებაძის 12 გოლი
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 ჯგუფის მეორე ტურში თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ავსტრიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და სამწუხაროდ უშანსოდ, 12-ბურთიანი სხვაობით, 23:35 დამარცხდა. ზედიზედ ორი წაგების შემდეგ, ამოცანის შესრულება გართულდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ მომდევნო ეტაპზე შესარჩევი ჯგუფებიდან მესამეადგილოსნების უმეტესობა გადის, თურქებთან ორივე თამაშის მოგების შემთხვევაში, მიზანს აუცილებლად მივაღწევთ.
მასპინძლების შემადგენლობაში ამჯერადაც საუკეთესო გიორგი ცხოვრებაძე იყო - საქართველოს ნაკრების მიერ გატანილი 23 გოლიდან 12 მის ანგარიშზეა. 2-2 ბურთი მიითვალეს ხაზეინ რუსტამოვმა, გიორგი არეშიძემ, ერეკლე არსენაშვილმა და ნიკოლოზ მამულაშვილმა, ხოლო თითო გოლი აქტივში გიორგი ლაპიაშვილმა, ირაკლი გოგოლაძემ და გიგა მელიავამ ჩაიწერეს.
ცნობისათვის, ამ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები სტუმრად ნორვეგიელებთან 17-ბურთიანი სხვაობით, 23:40 დამარცხდა და ახლა ჯგუფში უქულოდ, ბოლო ადგილზეა. მომდევნო ტურს ესპანელი სპეციალისტის, რუბენ გარაბაიას მომზადებული ქართველი ხელბურთელები 10 მარტს, სტუმრად თურქეთთან ჩაატარებენ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს