ერეკლე არსენაშვილი, ირაკლი კბილაშვილი, თეიმურაზ ორჯონიკიძე, ნიკოლოზ კალანდაძე
Aa
Aa

ტრავმირებულების დაბრუნება - კბილაშვილის და კალანდაძის შედეგიანი მატჩები

ევროპულ ხელბურთში საკლუბო სეზონი დაიწყო და სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ გასული შაბათ-კვირა საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა უმეტესობისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ზოგიერთმა მათგანმა თავი ძველებური შედეგიანობით გამოიჩინა, ეროვნული ნაკრების ორი ლიდერი, კაპიტანი თეიმურაზ ორჯონიკიძე და ერეკლე არსენაშვილი კი დარბაზს ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

დავიწყოთ რუმინეთის ჩემპიონატით, სადაც „ტურდამ“ საკუთარ არენაზე ტიმიშოარას „პოლიტექნიკასთან“ გამართული მატჩი ფრედ 21:21 დაასრულა. მასპინძლების შემადგენლობაში 5 გოლითა და 2 შედეგიანი პასით საუკეთესო ირაკლი კბილაშვილი იყო, ხოლო მისი თანამემამულე და ახალი თანაკლუბელი თეიმურაზ ორჯონიკიძე, რომელიც რუმინელებს ჩრდილოეთ მაკედონიის „ოჰრიდიდან” შეუერთდა, 1 გოლისა და 1 საგოლე პასის ავტორი გახდა, რაც იქიდან გამომდინარე, რომ ახალი გამოჯანმრთელებულია, ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის.

ორჯონიკიძის მსგავსად, მძიმე დაზიანება ბოლომდე მოიშუშა ერეკლე არსენაშვილმა, რომელმაც „ნანტთან“ (28:38) წაგებულ შეხვედრაში „ტრამბლეს” შემადგენლობაში 17 წუთი იასპარეზა. რაც შეეხება საფრანგეთში მოთამაშე კიდევ ერთ ქართველ ლეგიონერს, ნიკოლოზ კალანდაძე ექს-ან-პროვანსს სტარლიგის პირველ ტურში „სელესტასთან“ (34:32) გამარჯვებაში 2 გოლითა და 10 შედეგიანი გადაცემით დაეხმარა.

აქვე გეტყვით, რომ ზურაბ ცინცაძემ პოლონეთის ჩემპიონატი კარგი თამაშით გახსნა - საქართველოს ნაკრების მეკარე „ლეგიონოვოს“ გასვლაზე „ვიბჟეჟესთან“ (34:33) გამარჯვებაში 7 მოგერიებითა და 2 ასისტით დაეხმარა. თემურ ქამადაძე და ვახტანგ ხარებაშვილი კი, კლაიპედას „დრაგუნასის“ რიგებში ლიეტუვის თასის ტრიუმფატორები გახდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გამარჯვება კვიპროსთან - ხელბურთელებმა ზედიზედ მესამედ მოიგეს
გამარჯვება კვიპროსთან - ხელბურთელებმა ზედიზედ მესამედ მოიგეს