ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი | საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების მარცხი
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი | საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების მარცხი

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევრო 2028-ის შესარჩევი ეტაპი ნორვეგიასთან გასვლითი მატჩით გახსნა. ესპანელმა სპეციალისტმა, რუბენ გარაბაიამ მთავარი მწვრთნელის პოსტზე სადებიუტო შეხვედრა გამართა და ჯგუფის ფავორიტს დაუპირისპირდა.

მასპინძლებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და უპირატესობა მოიპოვეს — 3:1. მეტოქის ძლიერი დაცვის მიუხედავად, საქართველოს ნაკრები პირველ ნახევარში 3-ბურთიანი ჩამორჩენით მჭიდრო სხვაობას ინარჩუნებდა, თუმცა ბოლო წუთებში ნორვეგიელებმა უპირატესობა გაზარდეს და ტაიმი 20:12 მოიგეს.

მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა თამაშში გარდატეხის შეტანა ვერ შეძლო, მასპინძლებმა კი სხვაობა ისეთ ნიშნულამდე გაზარდეს, რომ თამაშის გადარჩენა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა.

„სამწუხაროდ, ბევრი ტრავმირებული მოთამაშე გვყავს. შეხვედრა ცუდად დავიწყეთ და შეცდომებიც გვქონდა. როდესაც ვნახეთ, რომ ვაგებდით, გამოცდილი მოთამაშეები დავასვენეთ და თამაშის საშუალება ახალგაზრდებს მივეცით, თუმცა მათ სათანადო გამოცდილება არ ეყოთ. ასე იმიტომ მოვიქეცით, რომ ძალები ავსტრიასთან მატჩისთვის დაგვეზოგა. იმედია, ეს შედეგი ავსტრიასთან შეხვედრაზე უარყოფთად არ იმოქმედებს“, — განაცხადა თეიმურაზ ორჯონიკიძემ.

ცნობისთვის, 8 ნოემბერს საქართველო თბილისში ავსტრიას უმასპინძლებს, რომელმაც თავის მხრივ, 4 ნოემბერს თურქეთის ნაკრები 37:30 დაამარცხა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ველით, რომ ქართველები ასე გვეთამაშებიან...“ - რას ამბობს უნგრეთის მწვრთნელი
    „ველით, რომ ქართველები ასე გვეთამაშებიან...“ - რას ამბობს უნგრეთის მწვრთნელი