გიორგი ცხოვრებაძე
Aa
Aa

ცხოვრებაძის სეზონის მატჩი - ზაგრების ქართველი MVP

ხორვატიის ხელბურთის კლუბმა „ზაგრებმა“ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი გამარჯვებით დაასრულა, რაშიც ყველაზე დიდი დამსახურება გიორგი ცხოვრებაძეს მიუძღვის. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ხორვატებმა სტუმრად სლოვენიის „ცელიეს“ 38:32 მოუგეს და ქართველი ხელბურთელი მატჩის MVP გახდა.

11 გოლითა და 1 საგოლე პასით გიორგი არამხოლოდ „ზაგრების“, არამედ ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო გახლდათ და შეხვედრის უძვირფასესი მოთამაშის პრიზი აბსოლუტურად დამსახურებულად მიიღო. აქ საქმე მხოლოდ შედეგიანობაში არ გახლავთ, ცხოვრებაძის გოლები და პასები იმდენად ელეგანტური იყო, რომ მის თამაშს არამხოლოდ სტუმართა, არამედ მასპინძელთა გულშემატკივრებიც ოვაციებით ხვდებოდნენ და ფაქტია, ასე თუ განაგრძობს, გიორგის სულ მალე გაცილებით უფრო მაღალი მიზნებისთვის მებრძოლ კლუბში ვიხილავთ.

ცნობისათვის, „ზაგრებმა“ 3 მოგებითა და ამდენივე წაგებით ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დაასრულა და სამწუხაროდ მომდევნო ეტაპზე ვერ გავიდა, თუმცა გიორგი ცხოვრებაძე და მისი თანაგუნდელები ევროტურნირზე ასპარეზობას განაგრძობენ და რანგით შედარებით დაბალი დონის შეჯიბრებაში, ევროლიგაში იასპარეზებენ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ქართული ხელბურთის დიდი დანაკლისი - რატი მსხვილიძე გარდაიცვალა
    ქართული ხელბურთის დიდი დანაკლისი - რატი მსხვილიძე გარდაიცვალა