კატალონიური წვრთნები ხელბურთელებს - ბარსელონას კემპი თბილისში
Aa
Aa

კატალონიური წვრთნები ხელბურთელებს - ბარსელონას კემპი თბილისში

საქართველო ხელბურთის ბანაკს სახელწოდებით - Barça Academy Handball Camp Georgia 2026 ისტორიაში პირველად მასპინძლობს. ბანაკი 100 სპორტსმენზეა გათვლილი, აქედან 50 გოგონა და 50 ვაჟია. ხელბურთელები საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატებსა და სასკოლო ხელბურთის ფესტივალებზე შეირჩნენ. „ბარსელონას" აკადემიის ხელბურთის ბანაკის ფარგლებში აკადემიის ხელბურთის სპეციალისტები მონაწილეებთან ინტენსიურ პრაქტიკულ და თეორიულ ვარჯიშებს ჩაატარებენ.

„ბარსელონას" აკადემიის მწვრთნელები გადაამზადებენ ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელებსაც, გაუზიარებენ მათ თანამედროვე ხელბურთის მეთოდოლოგიას, ინდივიდუალური ტექნიკისა და გუნდური ტაქტიკის პრაქტიკას. ბანაკის მთავარი მიზანია ახალგაზრდა სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობა, ევროპული სტანდარტების დანერგვა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, რაც ქართველი ხელბურთელების პროფესიულ ზრდასა და საერთაშორისო ასპარეზისთვის მომზადებას შეუწყობს ხელს.

ცნობისათვის, კატალონიური გრანდის აკადემიის ხელბურთის ბანაკი საქართველოში, კერძოდ კი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გუშინ დაიწყო და 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კალანდაძის შემცვლელი ცნობილია | ხელბურთის ნაკრებს ესპანელი გაწვრთნის
კალანდაძის შემცვლელი ცნობილია | ხელბურთის ნაკრებს ესპანელი გაწვრთნის