გიორგი ცხოვრებაძე, ზურაბ ცინცაძე
Aa
Aa

ცხოვრებაძე საუკეთესო იყო - ზაგრების საჩემპიონო სვლა

„ზაგრები“ ხელბურთის ჩემპიონთა ლიგას ნაადრევად გამოეთიშა, თუმცა სამაგიეროდ შინაურ ასპარეზზე უმაღლეს დონეზე გამოიყურება და ჩემპიონობის უპირველესი კანდიდატია. ამჯერადაც დედაქალაქელებმა უმაღლეს დონეზე იასპარეზეს და ოქროს მედლების მოსაპოვებლად კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს, რაშიც გიორგი ცხოვრებაძემ უდიდესი როლი ითამაშა.

საჩემპიონო წრის მეათე ტურში „ზაგრებმა“ „ნაშიცეს“ უმასპინძლა და მოწინააღმდეგე 8-ბურთიანი სხვაობით, 34:26 დაამარცხა. ცხოვრებაძე ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი იყო და 8 გოლი გაიტანა. გიორგის თანაგუნდელები მთელი შეხვედრის მანძილზე აქტიურად ტვირთავდნენ გადაცემებით და ისიც უმეტეს შემთხვევებში თამაშის საკუთარ თავზე აღებას არ ერიდებოდა, რამაც როგორც შემდგომში გამოჩნდა, სათანადო შედეგი მოიტანა.

პოლონეთის სუპერლიგაში დარჩენისთვის იბრძვის „ლეგიონოვო“, სადაც საქართველოს ნაკრების მეკარე და ვიცე-კაპიტანი ასპარეზობს. ზურაბ ცინცაძემ და მისმა თანაგუნდელებმა გასულ ტურში ჯერ „ზაგლემბეს“ 33:25 მოუგეს, ხოლო შემდეგ „აზოტი პულავი“ 37:27 დაამარცხეს. პირველ შემთხვევაში ზურამ - ხუთი, ხოლო მეორე მატჩში თორმეტი ბურთი მოიგერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კალანდაძის შემცვლელი ცნობილია | ხელბურთის ნაკრებს ესპანელი გაწვრთნის
კალანდაძის შემცვლელი ცნობილია | ხელბურთის ნაკრებს ესპანელი გაწვრთნის