გიორგი ცხოვრებაძე, მირიან გავაშელიშვილი, ნიკოლოზ კალანდაძე
Aa
Aa

კალანდაძის და ცხოვრებაძის შედეგიანი მატჩები - საფრანგეთსა და ხორვატიაში

სანაკრებო წარმატებების პარალელურად უკანასკნელ პერიოდში ქართველი ხელბურთელები საკლუბო დონეზეც სათანადოდ ასპარეზობენ და მათი უმეტესობა საკუთარი გუნდის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ ითვლება. გასულ შაბათ-კვირასაც რამდენიმე მათგანმა საკმაოდ შედეგიანი მატჩი ჩაატარა, რომელთა შორისაც განსაკუთრებით გამოსარჩევი ეროვნული გუნდის ლიდერების, ნიკოლოზ კალანდაძისა და გიორგი ცხოვრებაძის თამაში იყო.

საფრანგეთის სტარ ლიგის 24-ე ტურში „ექს ან პროვანსი“ საკუთარ დარბაზში „სენ რაფაელთან“ 26:31 დამარცხდა. მასპინძლების ქართველმა ლეგიონერმა ნიკოლოზ კალანდაძემ კი თავი 5 გოლითა და 4 შედეგიანი პასით გამოიჩინა. რაც შეეხება გიორგი ცხოვრებაძეს, ხორვატიის პრემიერლიგის საჩემპიონო ჯგუფში „ზაგრებს“ „ტროგერთან“ 29:25 გამარჯვებაში ის 3 გოლითა და 2 გადაცემით დაეხმარა. მირიან გავაშელიშვილმა კი, პოლონეთის სუპერლიგის 26-ე ტურში „კალიში“ – „ოსტროვიას“ (21:28) შეხვედრაში სტუმართა რიგებში აქტივში 2 გოლი და 4 ასისტი ჩაიწერა.

ცნობისათვის, ამჟამად ტრავმის გამო საკუთარ კლუბებს საქართველოს ნაკრების ერთბაშად ოთხი ხელბურთელი, თეიმურაზ ორჯონიკიძე, ერეკლე არსენაშვილი, გიორგი დიხამინჯია და ზურაბ გოგავა ვერ ეხმარება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცხოვრებაძის 100-პროცენტიანი შედეგი - ზაგრების საჩემპიონო ბრძოლა
ცხოვრებაძის 100-პროცენტიანი შედეგი - ზაგრების საჩემპიონო ბრძოლა