ქართული ხელბურთის დიდი დანაკლისი - რატი მსხვილიძე გარდაიცვალა
ქართული ხელბურთისა და მთლიანად ქართული სპორტის უდიდესი დანაკლისი - 40 წლის ასაკში ვეტერანი ხელბურთელი, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, რატი მსხვილიძე გარდაიცვალა. მას ბოლო პერიოდში გულთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებდა და სიკვდილის მიზეზიც სავარაუდოდ სწორედ ეს გახდა.
მსხვილიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული ხელბურთის განვითარებაში. სპორტული კარიერის განმავლობაში იგი როგორც საქართველოს, ისე ევროპის სხვადასხვა კლუბში თამაშობდა , მოგვიანებით კი სამწვრთნელო საქმიანობას ეწეოდა და საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას ახალგაზრდა თაობას უზიარებდა.
ცნობისათვის, 2007 წლის 3 იანვრიდან, როდესაც პირველად ითამაშა ეროვნულ გუნდში, სულ 28 ოფიციალურ მატჩში გატანილი 112 გოლი დაუგროვდა. აქედან 42 შეაგდო 2013-14 წლებში, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის 6 მატჩში, ლიეტუვის, თურქეთისა და ფინეთის წინააღმდეგ, 11 ბურთი კი ერთ თამაშში თურქებს გაუტანა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს