ხელბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის - ვენაში ანპილოგოვი დააჯილდოვეს
Aa
Aa

ხელბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის - ვენაში ანპილოგოვი დააჯილდოვეს

ოლიმპიურ ჩემპიონს, ალექსანდრე ანპილოგოვს სპორტის ამ სახეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ორდენი გადაეცა. ჩვენი ქვეყნის ფედერაციის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიება ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ევროპის ხელბურთის ფედერაციის სათაო ოფისში გაიმართა და 72 წლის ანპილოგოვს ორდენი სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ გადასცა.

ალექსანდრე ანპილოგოვი 1976 წელს, მონრეალში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, 1982 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიგო. მეორე ოლიმპიურ ოქროსთან ახლოს 1984 წელს იყო, თუმცა მოსკოვის თამაშებზე ვერცხლის პრიზიორობას დასჯერდა. თამაშობდა თბილისის „ბურევესტნიკში“ და გერმანიის „ლანდსჰუტში“, სადაც ჯერ მოთამაშის, შემდეგ კი მოთამაშე-მწვრთნელის ფუნქციას ასრულებდა. ანპილოგოვი ასევე იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი (1978) და სამგზის ბრინჯაოს მედალოსანი (1977, 1980, 1981), საბჭოთა კავშირის ნაკრებში ჩატარებულ 217 შეხვედრაში კი მის ანგარიშზე 572 გოლია.

ცნობისათვის, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ევროპის ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან მაიკლ ვიდერერთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც მხარეებმა ჩვენს ქვეყანაში ხელბურთის განვითარებაზე და იმ ტურნირებზე ისაუბრეს, რომელსაც უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველომ უმასპინძლა. 

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ცხოვრებაძის სეზონის მატჩი - ზაგრების ქართველი MVP
    ცხოვრებაძის სეზონის მატჩი - ზაგრების ქართველი MVP